კოტე მათითაშვილი დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეზეა შეყვარებული – წყვილი რომანს აღარ მალავს

კოტე მათითაშვილი დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეზეა შეყვარებული - წყვილი რომანს აღარ მალავსკოტე მათითაშვილი განსაკუთრებით პოპულარული გადაცემა “ექიმებში” გამოჩენის შემდეგ გახდა. ის დამსახურებულად იკავებს ერთ-ერთი სიმპატიური ექიმი მამაკაცის წოდებას და რეიტინგებშიც ხშირად ხვდება.

კოტეს პირადი ცხოვრება საჯარო აქამდე არ გამხდარა. მას ორი შვილი ჰყავს და მეუღლესთან დაშორებულია.

იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ემოციების გამოხატვას კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში არ ერიდება, პირად ცხოვრებას რატომღაც ყოველთვის საიდუმლოდ ტოვებდა.

ცოტა ხნის წინ, მას ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტთან ჰქონდა რომანი, თუმცა როგორც ჩანს ეს ურთიერთობა საბოლოოდ ვერ შედგა.

სულ ახლახანს პრესა მისი და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის რომანზე ალაპარაკდა. აშკარაა, რომ საკუთარ გრძნობებს არც ეკა და კოტე მალავენ და სოცქსელში ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებენ.

ეკა ბალანჩივაძესთან უამრავი ცნობილი სახე იმოსება, მათ შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანი.

რეიტინგი

2 თვის წინ კოტე მათითაშვილმა ჟურნალ სარკესთან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

– 3 წელია ჯერჯერობით ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. საბოლოოდ რას გადავწყვეტთ, არ ვიცით. ვთვლი, რომ ცოლს მაშინ შორდები, როცა ახალი ცოლი მოგყავს ან მეუღლე ახალ ცხოვრებას იწყებს. გაშორება-დაშორება სიტყვების თამაშად მიმაჩნია. მარტო ცხოვრება მძიმეა, – უთხრა მან სარკეს.

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– აბსოლუტურად ნორმალური. ჩვენ შვილები, 17 წლის გიორგი და 14 წლის რეზი გვაკავშირებენ.

– შერიგებაზე არ ფიქრობთ?

– ამას ცხოვრება გვიჩვენებს. ფიქრი არ შველის, დრო სჭირდება. ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად უნდა მოხდეს. სასაუბროდ მარტივი თემა არ არის, თუმცა არც დასამალია, რადგან გარკვეული დრო გავიდა.