ხორვატელმა ფეხბურთელმა თანასოფლელებს კრედიტები სრულად დაუფარა – რას ყვება მეგობარი ანტე რებიჩზე

ხორვატელმა ფეხბურთელმა თანასოფლელებს კრედიტები სრულად დაუფარა - რას ყვება მეგობარი ანტე რებიჩზეხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა მშობლიური სოფლის მცხოვრებლებს კრედიტები სრულად დაუფარა.

სოფელი, სადაც ფეხბურთელი გაიზარდა, დაახლოებით 500 მოსახლეს ითვლის.

რებიჩი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასთან მატჩის გმირი გახდა, როდესაც მეორე ტაიმში ანგარიში გახსნა.

,,ის ქალაქ სპლიტის სიახლოვეს, პატარა სოფელში გაიზარდა. მას არასდროს დავიწყებია თავისი ფესვები მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისა უკვე იტალიურ ,,ფიორენტინაში” გადავიდა”, – ყვება ანტეს მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში ლოვრო შინდიკი.

მიმდინარე მუნდიალზე ანტე რებიჩმა ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

პოპსპორტ.კომ