ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა” – ინტერვიუ სუხიშვილების რძალთან

ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთან“სარკის” არქივში ინახება ცნობილი ოჯახის – სუხიშვილების – წევრის, ინგა თევზაძის, ინტერვიუ, რომელიც 2002 წელს არის ჩაწერილი. ქალბატონი ინგა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის რძალი, მათი ერთადერთი ვაჟის, თენგიზის, ცოლი გახლავთ. როცა ინტერვიუ იწერებოდა, იმ დროისთვის მათი ცხოვრებიდან უკვე წასული იყვნენ ძვირფასი ადამიანები – დიდი ნინო და დიდი ილიკო, ასევე უმცროსი ილიკოს ულამაზესი ცოლი, ტრაგიკულად დაღუპული გვანცა შერგელაშვილი. მაგრამ ქალბატონი ინგას გვერდით იდგა მეუღლე, თენგიზ სუხიშვილი – მისი ძლიერი საყრდენი. სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ისიც წავიდა. თენგიზ სუხიშვილი 2007 წელს გარდაიცვალა.

ინგა თევზაძე:

– ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როცა თენგიზი ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ჟურნალისტობა ნაკლებად დამჭირდებოდა. როცა დავამთავრე, მოსკოვში წავედი, თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში, ბალეტმეისტერის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

მინდა, გავიხსენო ის დრო, როცა ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. მაშინ პირდაპირ სკოლიდან არ იღებდნენ უმაღლესში. თუ მიიღებდნენ, ძალიან პატარა პროცენტით. მამაჩემმა მომაწყო მეცნიერებათა აკადემიაში უბრალო ლაბორანტად. იქ მუშაობდა ქალბატონი ნინოს სიძე (დისშვილის ქმარი) მურთაზ ჯაფარიძე. მურთაზი რომ გავიცანი, სულ ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთანიმას მეუბნებოდა, თენგიზ სუხიშვილი ჩემი ცოლის დეიდაშვილია და აუცილებლად უნდა გაგაცნოო. ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბედი იყო, რადგან ბათუმში რომ ჩავედი, მურთაზიც იქ ვნახე და თენგიზიც.

— ესე იგი მომავალი მეუღლე ბათუმში გაიცანით?

– ბათუმში მამასთან ერთად ორი კვირით ვისვენებდი. სანაპიროზე ვისხედით და ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდით. თენგიზი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და გაზეთი გვთხოვა. შევხედეთ ერთმანეთს, მოგვეწონა და შეგვიყვარდა კიდეც.

— ბატონი თენგიზიც თავის მშობლებთან ერთად იყო ბათუმში?

– დიახ, მთელი ოჯახი ისვენებდა, შვებულებაში იყვნენ.

— ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკოც მაშინ გაიცანით?

– დიახ, მაშინ გავიცანი. ქალბატონი ნინო 52 წლის იყო, თენგიზი – 22-ის, ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთანმე – 17-ის. დაველაპარაკეთ ერთმანეთს, მათ ძალიან მოვეწონე და შემომთავაზეს მათთან ანსამბლში მისვლა. იმხანად სხვანაირი სიტუაცია იყო. სუხიშვილების ანსამბლში გოგონების ცეკვა ბევრად მარტივი იყო, ვიდრე ვაჟების. გოგონები მხოლოდ გარეგნობით ფასდებოდნენ.

ილიკოს ძალიან ბევრი გოგო ჰყავდა ქუჩიდან მიღებული. დაინახავდა გოგოს, მოეწონებოდა და თავისთან იწვევდა. ჯერ კოსტიუმებს არგებდნენ იმიტომ, რომ ქართული კოსტიუმი ცოტა ძნელი მოსარგებია, ძნელად თუ უხდება ვინმეს.

— თქვენთვის ეს ალბათ დიდი და ცოტა წარმოუდგენელი ბედნიერება იყო.

– რა თქმა უნდა. ვუთხარი, ქართული ცეკვა არ მეხერხება, თანამედროვე ცეკვებს კი ვცეკვავ-მეთქი. არა უშავს, ხომ ცეკვავო, მითხრა.

— მერე მიხვედით?

ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთან– მერე, რომ ჩამოვედი, განვაგრძე მუშაობა აკადემიაში. უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი, იქვე, აკადემიაში შევისწავლე მანქანაზე ბეჭდვა, მერე კორექტორად დავიწყე მუშაობა. მურთაზმა მკითხა, ხომ გითხრა ილიკომ, მოდი ჩვენს ანსამბლში, რატომ არ მიდიხარო. რა ვიცი, მურთაზ, არ ვიცი ქართული ცეკვა და მეუხერხულება-მეთქი. მაშინ თვითონ მიგიყვანო.

მიმიყვანა. ჩამაცვეს კაბა, გამომაწყვეს. ჩაცმული ძალიან მოვეწონე ქალბატონ ნინოს და მითხრა, ხვალიდან რეპეტიციებზე ივლიო.

ერთ კვირაში რუსთავში კონცერტი ჰქონდათ და უკვე სცენაზე ვიდექი. მას მერე დავრჩი და დავრჩი.

— ბათუმში თქვენ და ბატონი თენგიზი იმ ორი კვირის განმავლობაში სულ ერთად იყავით?

– დიახ, ყოველდღე ერთად ვიყავით. მამაჩემი მივლინებთი იყო ბათუმში და მთელი დღეები დაკავებული იყო. აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო გვქონდა მე და თენგიზს: ერთნაირი წიგნი, ერთნაირი მწერალი, მხატვარი მოგვწონდა. ეტყობა, ამანაც ითამაშა დიდი როლი. მერე რაღაც დროით თენგიზი სამხრეთ ამერიკაში წავიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად და, როცა ჩამოვიდა, უკვე ანსამბლში დავხვდი.

1960 წლის დეკემბერში მივედი ანსამბლში და 1968 წელს გავთხოვდი. შეიძლება ახლანდელ ახალგაზრდებს გაუკვირდეთ კიდეც, მაგრამ მაშინ ასე იყო მიღებული, ჩვენი მშობლების დროსაც 5 წელი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მერე ქორწინდებოდნენ. ჩვენ არ გვქონდა გადაწყვეტილი ოჯახის უცებ შექმნა.

ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთან– ქალბატონი ნინო როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– მოგეხსენებათ, ანსამბლში დიდი სიმკაცრე და წესრიგი იყო. ქალბატონ ნინოს არ მოსწონდა, როცა ანსამბლის წევრებს შორის რამე ხდებოდა, ასეთივე მკაცრი იყო შვილის მიმართაც. არ მოსწონდა ჩვენი ხშირი ურთიერთობა და გვითხრა კიდეც, თქვენ ძალიან შეტოპეთ და ეს არ მომწონსო.

ერთხელ, ავსტრიაში გასტროლებზე ყოფნისას, დანიშნულ დროს 5 წუთი გადავაცილეთ. დგას ავტობუსი, ყველა ადგილზეა და ჩვენ არ ვართ. მე და თენგიზი კინოში შევედით. ვერ განვსაზღვრეთ დრო და 5 წუთი დაგვაგვიანდა. ატყდა ერთი ამბავი, ეს არაფრით შეიძლებოდა. ქალბატონმა ნინომ თენგიზს უთხრა: “დაიმახსოვრე: შენც ანსამბლის ისეთივე წევრი ხარ, როგორიც დანარჩენები, სამსახურში შენ ჩვენი შვილი არ ხარ და ამისთანა რამეს ადგილი აღარ ჰქონდეს!”.

ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთანჩვენს დაქორწინებას ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ნორმალურად შეხვდნენ. ორივეს ძალიან ვუყვარდი, სასურველი რძალი ვიყავი. უბრალოდ, მათ არ მოსწონდათ ჩვენი ასეთი გატაცება ერთიმეორით, რადგან ეს ხელს უშლიდა პროფესიუოლ საქმიანობას. ყველასთვის იყო აკრძალული, ჩვენთვისაც და მორჩა! თუმცა ანსამბლში ბევრი წყვილი დაქორწინდა.

— შეყვარებულობის პერიოდში ბატონი თენგიზი დადიოდა თქვენს ოჯახში?

– თენგიზი მოდიოდა ჩვენთან, მე უფრო იშვიათად მივდიოდი მათთან, მეუხერხულებოდა.

— ვინ იყვნენ თქვენ მშობლები?

– დედა პედაგოგი იყო, საშუალო სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა. მამაჩემი ინჟინერი იყო და ხშირად დადიოდა მივლინებებში. მყავს ძმა.

ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა" - ინტერვიუ სუხიშვილების რძალთან— თქვენი გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ მშობლებისთვის ალბათ სასიხარულო აღმოჩნდა.

– მთლად ასეც არ იყო, იცით? თენგიზს საკმაოდ ხმაურიანი ახალგაზრდობა ჰქონდა, ინციდენტები სამართალდამცავებთან და მთელი ამბები. დედამ გამაფრთხილა და მთხოვა, რომ კარგად დავფიქრებულიყავი, მაგრამ მე თენგიზის მეტი არაფერი მახსოვდა და მინდოდა.

— ესე იგი ბატონი თენგიზი თქვენი პირველი, სერიოზული სიყვარული იყო?

– დიახ, ნამდვილად ასე იყო.

– თქვენი შეუღლებისას არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ სუხიშვილების ოჯახში მათზე ნაკლებად ცნობილი, ნაკლები ავტორიტეტის და ქონების მქონე ოჯახიშვილი შედიოდა?

– მართალია, ჩვენი ოჯახი არ იყო სუხიშვილებისნაირი, მაგრამ სრულიად ნორმალური იყო. პირველი მაგნიტოფონი მე მქონდა, ზამთარში ყოველთვის ბაკურიანში დავდიოდი… მართალია, ისეთი ჩაცმული არ ვიყავი, როგორიც ქალბატონი ნინო, მაგრამ მაინც კარგად მეცვა. მამაჩემს ჰყავდა მანქანა. მაშინ ჯამაგირით შეიძლებოდა გეცხოვრა.

ილიკო და ნინო არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ეს საკითხი არ დამდგარა, საერთოდ არაფერში გვაწუხებდნენ, არ ყოფილა ასეთი მომენტი. კარგად მახსოვს, ქალბატონი ნინოს დედა როგორ მიყვებოდა – ილიკო რომ ჩვენთან მოვიდა, დაკემსილი, “ლატკებდადებული” პიჯაკი ეცვაო. ნინო და ილიკო მდიდრები არასოდეს ყოფილან, უბრალოდ სახელგანთქმულები იყვნენ. ილიკო იხსენებდა, ოჯახიდან ხალიჩა გავიტანეთ გასაყიდად, დოლი რომ შეგვეძინაო. სოლიკო ვირსალაძემ კი, ჩვენმა მხატვარმა, ჩვეულებრივი ტილოდან არაჩვეულებრივი კოსტიუმები შექმნა.

— გაიხსენეთ ის დრო, როცა ერთად ცხოვრობდით ოჯახში. როგორები იყვნენ დიდი ილიკო და ნინო?

– ჩვენ ერთად 9 წელი ვცხოვრობდით. უნიკალური ურთიერთდმოკიდებულება გვქონდა. არ იყო ცალკე ცხოვრების საშუალება, რაც თავიდანვე ძალიან გვინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბინა ჰქონდათ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდებულ ოჯახში მოვხვდი. ქალბატონი ნინოსაგან ბევრი რამ ვისწავლე, მომწონდა როგორც პიროვნება, როგორც ქალი და ხშირად ჩვენი გემოვნება ერთმანეთისას ემთხვეოდა. ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ შეუძლებელი იყო, რაიმე კონფლიქტს ჰქონოდა ადგილი. ძალიან ვუყვარდი მათ და მეც მიყვარდნენ, როგორც ჩემი მშობლები.

— ცალკე ცხოვრება რატომ გინდოდათ?

– ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენთვისვე იქნებოდა კარგი. როცა ოჯახი იქმნება, ის ცალკე უნდა ცხოვრობდეს, თავისთვის. საზღვარგარეთ რომ დავდიოდით, ვხედავდი, თუ სად რა როგორ იყო. იქ ოჯახი რომ იქმნება, ქირით მანამ მიდიან, სანამ ბინას არ შეიძენენ.

ჩვენ ამაზე რამეს რომ ვიტყოდით, ილიკო გიჟდებოდა, ერთადერთი შვილი მყავს, კაცო, სად მიდიხართ, თქვე შობელძაღლებოო, იტყოდა ხოლმე. მერე თავადაც მიხვდა, რომ ასე იყო საჭირო. იმდენი ვუჩიჩინეთ მე ცალკე და თენგიზმა ცალკე, ადგა ილიკო და მივიდა მჟავანაძესთან, რომელიც დიდ პატივს სცემდა. ილიკომ უთხრა, მიშველე რამე, ეგება რამე ბინა მომცე, ახალგაზრდები არიან, მეგობრები მოდიან ხშირად, ჩართავენ მუსიკას და არიან ერთ ამბავში, ძალიან ხმაურობენო. რაღაც მიზეზი ხომ უნდა ეთქვა, რატომაც გვინდოდა ცალკე.

დააწერინა განცხადება, დაადო რეზოლუცია. ილიკომ განცხადებაში დაწერა, რომ ბინა მასთან ახლოს უნდოდა ყოფილიყო. გავიდა დრო. მჟავანაძემ ჰკითხა, მიიღე ბინაო. არაო, უპასუხა ილიკომ. გადარეკა ბიბილეიშვილთან და უთხრა, რა არის, კაცო, ვეღარ მიეცით ამდენ ხანს ამ კაცს ბინაო. რა ვქნა, არ არისო.

მერე მრგვალ ბაღთან აშენდა 16 სართულიანი. დაგვირეკეს, არიქა, მოდით, ნახეთო. წავედით მე და ილიკო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბინა იყო მე-10 სართულზე. მეც და თენგიზსაც გვეშინოდა მაღალი სართულის და ამიტომ უარის თქმა მოგვიწია.

შემთხვევით გავიგეთ, რომ ებრაელების ოჯახი მიდიოდა ისრაელში. ილიკო მივიდა და უთხრა, ასეთი სიტუაციაა და, თუ შეიძლება ეს ბინა ჩვენ მოგვცეთო და მოგვცეს. დღემდე იქ ვცხოვრობთ.

— ოჯახში თქვენ და ქალბატონი ნინო როგორ საქმიანობდით?

– ქალბატონ ნინოს სახლში არაფრის გაკეთება სჭირდებოდა. ყველაფერს მისი დედა აკეთებდა, მას ებარა მთლიანად ოჯახი. თვითონ ნინოს არც ეცალა რამის საკეთებლად, სულ გასტროლებზე იყო. ჰყავდა არაჩვეულებრივი და, რომელიც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა თენგიზს. ქალბატონი ნინო ხშირად მეუბნებოდა, შენ კიდევ მოასწრებ, სანამ გაქვს პირობები, ნურაფერს აკეთებო.

ხანდახან ვნანობ, ბევრი დრო რომ დავკარგე. იმიტომ, რომ ბავშვები პატარები იყვნენ და მათ ვაკლდი. დედა მაინც სულ სხვაა. აი, ახლა ჩემი შვილიშვილი ყველგან დამყავს, საბერძნეთში მყავდა, ისრაელში. მაშინ კი არ შემეძლო ბავშვების წაყვანა – ეშინოდათ, მთელი ოჯახი რომ წავსულიყავით, ვაითუ საზღვარგარეთ დავრჩენილიყავით…

– შვილიშვილი მყავს ილიკოსგან, დარია ჰქვია და 5 წლისაა. ილიკომ ის ინსტიტუტი დაამთავრა მოსკოვში, რომელიც მე და იქ მოიყვანა ცოლი. შემდეგ, ბავშვი რომ შეეძინათ, ცოლი აქ ჩამოიყვანა, მაგრამ მალევე გაშორდნენ ერთმანეთს.

ჩემი ქალიშვილი ნინო კი მოსკოვში იყო გათხოვილი ძალიან ცოტა ხანი. ვერ გაძლო უჩვენოდ და ჩამოვიდა. საერთოდ, ჩვენ დიდხანს ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე, გვინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ. დარია ხან იქით არის, ხან ჩვენთან.

— მოდით, ისევ ქალბატონ ნინოზე ვისაუბროთ. მასთან ახლოს იყავით, მეგობრობდით?

– ქალბატონი ნინო ჩემი დაქალი იყო. ხან მე ვეტყოდი ჩემს დარდს, ხან თვითონ მეტყოდა. ასეთი ურთიერთობა ზრდილობის გამო არ გვქონდა, ეს გულიდან მოდიოდა. აი, ახლაც, როცა რამე გამიჭირდება, ვეტყვი ხოლმე: “დამეხმარე”.

ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ადამიანს ღმერთი მაშინ ახსენდება, როცა უჭირს. მივიდოდი ეკლესიაში, საფლავზე და ვყვიროდი: “ილიკო, ნინო, დაგვეხმარეთ! რაღაც საშინელება დაგვემართა, უშველეთ რამე ჩემს ილიკოს, ძალიან უჭირს!”.

ილიკო გიჟდებოდა უმცროს ილიკოზე. ნინო უყვარდა, როგორც პირველი შვილიშვილი, მაგრამ ბიჭი რომ გაჩნდა, სულ გადაირია, პატარა ბავშვივით გახდა. ამას წინათ ილიკო ატარებდა რეპეტიციას და თენგიზმა თქვა, ახლა მამაჩემი რომ უყურებდეს, აღარც მოკვდებოდაო.

— ბატონ თენგიზზე რას იტყვით? ცოტა მკაცრი ადამიანის შაბეჭდილებას ტოვებს. მართლაც ასეთია?

– საერთოდ არ არის მკაცრი. ყველა ადამიანს აქვს უარყოფითი და დადებითი…თენგიზს აქვს ძალიან ბევრი დადებითი. არის არაჩვეულებრივად გულკეთილი, არამარტო ჩვენ მიმართ, საერთოდ უცხო ხალხის მიმართაც. საოცრად ხელგაშლილი კაცია. სანამ მისი ცოლი გავხდებოდი და მერეც, ზეიმებს მიწყობდა, უყვარს საჩუქრების კეთება.

ჩვენ ძალიან ხშირად ვიყავით პარიზში და იქ უფრო ადვილია სიურპრიზების გაკეთება. შემამჩნევდა თუ არა, რომ რაღაც მომეწონა, საღამოს ის ჩემი იყო.

თენგიზი ძალიან ნაკითხი, ინტელიგენტი კაცია. არ მახსოვს, შვილებისთვის დაერტყას ან ხმამაღალი სიტყვა ეთქვას. არ არის მომთხოვნი. კიდევ, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, დადის ბაზარში. იცით, ჩვენთან არ არის დაყოფილი მოვალეობები – შენ ეს უნდა გააკეთო, მე კი – ეს.

რაც შეეხება უარყოფითს, ძალიან უყვარს ქეიფი და დროსტარება. მგონი, ეს არც ერთ ცოლს მოსწონს.

— თქვით, საკმაოდ ხმაურიანი ახალგაზრდობა ჰქონდა თენგიზსო. ასეთ მამაკაცს არ შეიძლებოდა, ლამაზი ქალისთვის გვერდი აევლო. არ ეჭვიანობდით?

– ვიცი, რომ ჩემამდე ჰყავდა ერთი ქალი და მასთან იყო. არ შეიძლებოდა, რომ არ მეეჭვიანა, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა. თენგიზს რომ რამე გატაცება ჰქონოდა, სახლიდან წავიდოდა ან, მე რომ მქონოდა, აუცილებლად წავიდოდი ოჯახიდან, ვერ მოვითმენდი, მაგრამ ეს პრობლემა არასოდეს დამდგარა ჩვენს ოჯახში. არ იყო ასე სერიოზულად საქმე. შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მე არ ვიცი…

ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ სულ ერთად ვართ. ხან პრეზენტაციაა, ხან უბრალოდ – წვეულება. თუ სახლში ვერ მოვასწარი სადილის გაკეთება, მაშინ, რა თქმა უნდა, სადმე შევდივართ სადილად. ზოგჯერ კი აქ, სამსახურში მოვატანინებთ რამეს – ნამცხვარს, ყავას ან ჩაის. თენგიზი რეპეტიციის დროს რვა ჭიქა ყავას მაინც სვამს.

— ოჯახში თავად აკეთებთ საქმეს?

– ჩვენთან ქალი მოდის, რომელიც ყველანაირ საქმეს აკეთებს სადილის გარდა. სადილს მე ვაკეთებ ჩვენი გემოვნებით. მიყვარს სამზარეულოში ტრიალი.

სარკე”, 2002 წელი, N12