ინგა გრიგოლია: ,,მართლა სასაკლაოა იქ, ადამიანის ბედი არავის ადარდებს”

ინგა გრიგოლია: ,,მართლა სასაკლაოა იქ, ადამიანის ბედი არავის ადარდებს"ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ფეისბუქით ეხმაურება.

,,დილიდან უმძიმესი პოსტი უნდა დავწერო და მაპატიეთ. ისევ ტრაგედია მოხდა ტყიბულში და ისევ დაიღუპნენ მეშახტეები. ისევ იმ ადგილას.

4 დაღუპული, 6 – დამწვრობით საავადმყოფოში, აზრი აღარც აქვს, დავითვალოთ, მერამდენეა, აზრი აღარც აქვს, გავიხსენოთ, რამდენი რეპორტაჟი და გადაცემა გაგვიკეთებია ამ უბედურებაზე. ისევ იქ მოხდა ტრაგედია, ჰკიდიათ და მორჩა. ადამიანი არავის ადარდებს ამ ქვეყანაში, მგონი. მართლა სასაკლაოა იქ”.