გორის მერის მოადგილე: ,,რატომ უნდა მეცვას მეორადი ტანსაცმელი?!”

გორის მერის მოადგილე: ,,რატომ უნდა მეცვას მეორადი ტანსაცმელი?!”-ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ საქართველოში მეორადი ტანსაცმელი ითვლება პრესტიჟულად, – განაცხადა გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა რადიო ,,მოზაიკის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
სუხიშვილი ამ განცხადებით “მოზაიკის“ მიერ გორელი საჯარო მოხელეების ჩაცმულობაზე მომზადებულ მასალას გამოეხმაურა.

-რატომ უნდა მეცვას მეორადი ტანსაცმელი, რატომ უნდა ჩავიცვა ვიღაცის ნახმარი 10 წლის წინანდელი ,,დოლჩე და გაბანა“, ვიღაც ზანგის გამონაცვალი, როცა შეიძლება 5 ლარიანი ატლასის კაბა ვიყიდო „მალსში“.

ჩემი აზრით, მეორადი ტანსაცმელი კი არ უნდა იყიდებოდეს, არამედ გაჭირვებულებს უნდა ურიგდებოდეთ, – განაცხადა ეკა სუხიშვილმა.