გიორგი ხაბურზანია: „რაის დაბალი რეიტინგებიო? ვაი თქვენს პატრონს!” – რას ამბობს პროდიუსერი მის ტელეიმედიდან გაშვებაზე

გიორგი ხაბურზანია: „რაის დაბალი რეიტინგებიო? ვაი თქვენს პატრონს!” - რას ამბობს პროდიუსერი მის ტელეიმედიდან გაშვებაზე„რაის დაბალი რეიტინგებიო? ვაი თქვენს პატრონს, იხილეთ ერთი წლის შედეგები. დანარჩენზე კი, ყველა მთავარ ფლეიერს, მერე გაეცემა პასუხი“

ასე პასუხობს „ნიჭიერისა“ და „იქს ფაქტორის“ პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ხმებს, რომლებიც მისი და დემნა ჯაფარიძის „იმედთან“ დამთავრებულ კონტრაქტს უკავშირდება, რომელიც ტელეარხმა, როგორც ამბობენ, პროექტების დაბალი რეიტინგის გამო აღარ განუახლა.

გიორგი ხაბურზანიას მონაცემებით, „ნიჭიერს“ ჰქონდა 22,1%, ხოლო „იქს ფაქტორს“ 12,8, ამ უკანასკნელს „მხოლოდ ქართული“ 1 პროცენტით უსწრებდა, ხოლო „ნიჭიერი“ „ჩემი ცოლის დაქალებსა“ და „ჩემი სამზარეულოს წესებს“ –  ბევრად მეტით.

როგორც გავარკვიეთ, ეს რეიტინგები „კანტარს“ ეკუთვნის.
ფორტუნა