,,ეს ლეკვი ახლა მკვდარი გდია!”- რა ხდება მერიის ცხოველთა თავშესაფარში

,,ეს ლეკვი ახლა მკვდარი გდია!”- რა ხდება მერიის ცხოველთა თავშესაფარშისოციალურ ქსელში შემზარავი კადრები ვრცელდება. როგორც წერენ, ვიდეო თბილისის მერიის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაღებული.

,,ეს ხდება მერიის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში.
ჩემი ვიდეობის გავრცელების შემდეგ ხან რა დამაბრალეს, ხან რა, ვითომ ლეკვები 5 წუთის შემოყვანილები იყვნენ, მერე თურმე ,,კარდონმი’’ მე უნდა დამეფარებინა, მერე თურმე ,,იუთუბიდან” გადმოვიწერე.

ამაზე რას იტყვის ახალი ხელმძღვანელობა და ,,ცხოველთა მოყვარული” გუნდი?! ვინმე დამაჯერებს იმ ადამიანების სიყვარულში, ვინც ახლა იქაა? ამას უყურებენ ცხოველთა მოყვარულები?
ვიდეოს კარგად შეხედეთ, შავი ლეკვი ჯერ კიდევ ცოცხალია, თეთრ ლეკვს თავი არ აქვს. რას უშვებიან ლეკვებს? აღარ აძინებენ? ამ ტანჯვას დაძინება არ ჯობია? ტომრებში ნახევრად ცოცხალი ლეკვები ყრია, რომლებიც სულს ღაფავენ.
თავშესაფარში ხდება სრული მარაზმი, მიაქვს ჭირს იქაურობა და რამდენჯერმე ცოფიც დაფიქსირდა, თუმცა ჩაჩქმალეს და არ გამოიტანეს გარეთ. ცოფიანმა ძაღლმა კინოლოგიც კი დაგლიჯა თავშესაფარში და ახალმა გუნდმა რამდენიმე თანამშრომელი სასიკვდილოდ გაწირა.
საინტერესოა ამაზე რით იმართლებს თავს ლომჯარია.
თბილისის მერია, კახა კალაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო – მოახდინეთ რეაგირება! ამას არ ავიტანთ. ამისთვის დავსვით ლომჯარია? ამისთვის ვიბრძოლეთ?
( ვიდეობი გადაღებულია რამდენიმე დღის წინ)”, – წერს ტასო ლოსაბერიძე.

ამ საზარელ ამბავს გამოეხმაურა ლაშა ჩხარტიშვილი და ფეისბუქში დაწერა:

,,საშინელებაა! სასწრაფოდ ან ადეკვატური განმარტება, ან უნდა გადადგეს და დაისაჯოს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ლომჯარია!”.

კადრები იმდენად შემზარავია, შეგნებულად არ ვაქვეყნებთ, რომ ინტერნეტში მოზარდებმა არ ნახონ.

,,შავ-თეთრი ლეკვი ჩემი უბნიდან წაყვანილი, დაახლოებით 1 თვის წინ ცოცხალი იყო. ახლა მკვვდარი გდია”, – წერს ლოსაბერიძე და ლეკვის ფოტოს აქვეყნებს.