ერეკლე კოდუას ცოლი მოჰყავს

ერეკლე კოდუას ცოლი მოჰყავსერეკლე კოდუას ცოლი მოჰყავს.  კატალინა დიდას სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანი დიდი ხანია ეტრფის.

წყვილი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელში განთავსებასაც არ ერიდება.  დღეს კატალინამ ნიშნობის ბეჭდით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სიხარულს გამოთქვამს იმის გამო, რომ უკვე საცოლე გახდა.

„yesss Я Невеста“ – წერს კატალინა სოციალურ ქსელში. ფოტოს ქვეშ წყვილმა უკვე უამრავი მილოცვა მიიღო.

სოდის ყოფილი ხელმძღვანელის საცოლე უკრაინული წარმოშობის გოგონაა. ის ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინება იქნება.

პრაიმტაიმი