დემნა გვასალია: ,,ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი და ომს, რომელიც მოხდა”

დემნა გვასალია: ,,ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი და ომს, რომელიც მოხდა”დიზაინერმა დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო თავისი ახალი კოლექციით. ამჯერად სამოსზე ქართული წარწერები და საქართველოს დროშა, ჩვენი ქვეყნის სიმბოლოები დაიტანა და განაცხადა, რომ ეს კოლექცია საქართველოს მიუძღვნა.

დემნა გვასალია ვოგთან ინტერვიუში ამბობს:
-მე ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი. საქართველოს, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი ერთად გავიზარდეთ 90-იანებში და ომს, რომელიც მოხდა, როდესაც იქ ვცხოვრობდით.
მინდოდა, ამ ჩვენებით ბრაზს, შიშს, ტკივილს წინ დავდგომოდი. აქამდე არ მინდოდა ამის გახსენება (დემნა 2 წელი თერაპევტთან დადიოდა, რომ მზად ყოფილიყო). არასდროს მიგრძვნია თავი ასე შემოქმედებითად ბედნიერად, ასე რომ, თავი საკმარისად დაცულად ვიგრძენი ამის გარეთ გამოტანით.
დღეს ყველა ომზე, დევნილებზე საუბრობს და მე ზუსტად ვიცი, ეს რა არის. უცნაურია, ეს ჩემი ცხოვრებაა და თან ყველაფერი ისაა, რასაც CNN-ზეც ნახავთ.