ალა პუგაჩოვა: „მე ვბერდები და ამას ვერაფერს ვუზამ“

ალა პუგაჩოვა: „მე ვბერდები და ამას ვერაფერს ვუზამ“რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ მსახიობ ოლეგ მენშიკოვთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა სიბერეზე და მაქსიმ გალკინთან ოჯახურ ცხოვრებაზე.
“ტენდენციაა, რომ მადანაშაულებენ სიბერის გამო , თითქოს თავად არ დაბერდებიან. მე გავიზარდე იმ წესზე, რომ „ახალგაზრდას ყველგან გზა აქვს და მოხუცს ყველგან პატივი“ და ასეთ წესებზე გაზრდილი 70 წლის დეიდა, ვკითხულობ: „ ეს ბებერი ქალი, გამონაყარით, შეხედეთ, როგორია ის შეუღებავი…“

ინსტაგრამი ეს ისე საინტერესოა, შეგიძლია გაერთო, როცა მოწყენილი ხარ. დამღალა იმან, რომ წერენ „ ის ხომ ბებერია“. დიახ, მე მოხუცი ვარ და ამას ვერაფერს ვუზამ და არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ სული მაქვს ახალგაზრდა. დიახ,  მე ვბერდები, უკვე დაწოლის წინ იმაზეც ვფიქრობ, გავიღვიძებ თუ არა. მინდოდა, მიმეფურთხებინა მსგავსი კომენტარებისთვის. მთავარი სხვა რამეა: სურვილი იცხოვო ყოველდღიური მომენტით. ყოველდღე, ყოველი წუთი. ეს უკვე ის დროა, როცა ფიქრომ არა წლებზე, არამედ დღეებზე.“ – ამბობს ინტერვიუში პუგაჩოვა.

მაქსიმ გალკინთან ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრისას ალა პუგაჩოვამ უპასუხა:

„ახლა ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, რომლის შესახებაც საერთოდ არ ვიცოდი. როგორია დაქორწინებული ყოფნა. იმიტომ, რომ ერთი დირექტორი იყო, მეორეც ასეთი, ფილიპი- სხვაა, ფილიპი- ფილიპია, ასეთი იყო. ახლა კი, არც კი ვიცი, როგორ უნდა ავხსნა: პატარა ბავშვები, ქმარი არ სვამს, არ ეწევა, ერთგულია, ნიჭიერი, მხიარული, ლამაზი, მეოჯახე. როგორ გამიმართლა, ბოლოს და ბოლოს! ერთხელ ვკითხე: „შემიძლია შენთან ერთად წყნარად დავბერდე?“. მისი თვალები რომ გენახათ… „ გაგიჟდი? რა თქმა უნდა, არაფრის გეშინოდეს…” აი, ეს არის სულ“.

ნიუპოსტი