ადამიანი, რომელმაც კოსმოსში ,,ჩაკრულო” გაუშვა

ადამიანი, რომელმაც კოსმოსში ,,ჩაკრულო” გაუშვა40 წლის წინ ნასამ კოსმოსში ორი ხომალდი – “ვოიაჯერ 1” და “ვოიაჯერ 2” გაუშვა. ორივე ხომალდზე ოქროს დისკია მოთავსებული, რომელზეც დედამიწის შესახებ ინფორმაციაა შენახული. მათ შორისაა დედამიწის ხმები, რაშიც სიმღერებიც შედის. ერთ-ერთი სიმღერა კი ქართული “ჩაკრულოა.”

ჯონ კასანი 40 წლის წინ ვოიაჯერების პროგრამის მენეჯერი იყო ნასაში. ის ამბობა, რომ 5 მილიარდ წელში დედამიწა აღარ იარსებებს, ვოიაჯერები კი არსებობას და ღრმა კოსმოსში მოგზაურობას უსასრულოდ გააგრძელებენ.

ამერიკის ხმა