შახტაში დაღუპულებიდან ყველაზე უმცროსი 30 წლისაა – ტყიბულში ისევ უბედურება ტრიალებს

შახტაში დაღუპულებიდან ყველაზე უმცროსი 30 წლისაა - ტყიბულში ისევ უბედურება ტრიალებსტყიბულში ისევ ტრაგედია დატრიალდა. შახ­ტში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა. სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს შახ­ტის მი­წის­ქვე­შა სამ­თო ოს­ტა­ტებ­მა – 1961 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.ლ-მ, 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.გ.-მ, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ლ.ფ-მ და 1961 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი.ქ-მ, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.
სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს – 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ს., 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ა, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა,” – აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.