”ქართულო ოცნებავ, ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, ან…” – რამ გააბრაზა ნინო ჯანგირაშვილი

”ქართულო ოცნებავ, ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, ან...” - რამ გააბრაზა ნინო ჯანგირაშვილიცოტა ხნის წინ ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”არასოდეს ვრეაგირებ საჯარო სივრცეში ჩემს ლანძღვაზე, რაც არ უნდა უწმაწური, უსამართლო და თუნდაც ფიზიკური ანგარიშწორებისკენ მოწოდების შემცველი იყოს. არც ამაზე მექნებოდა რეაქცია, რომ არა ერთი გარემოება: ეს ტიპი თბილისის საკრებულოს ოფიციალური ჩინოვნიკია. სახელდების კომისიის სამდივნოს უფროსი. მისი დარიცხული ხელფასია 2800 ლარი. ხელზე ასაღები – 2240 ლარი. ამ ხელფასს იღებს ჩემს მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან. მისი საიდენტიფიკაციო ნომერია 41 – დიდი სიამაყით აქვს გამოფენილი 41 ნომრიანი ფოტოები. ანუ პარალელურად ქართული ოცნების პარტაქტივია. ხოდა, ქართულო ოცნებავ და საკრებულოვ, ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, მოხსენით თანამდებობიდან და გაუშვით პარტიიდან, ან ჩავთვლი რომ ეს თქვენი ოფიციალური პოზიციაა.”

ამ პოსტს მან სქრინიც მიაყოლა:

”ქართულო ოცნებავ, ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, ან...” - რამ გააბრაზა ნინო ჯანგირაშვილი