,,ტრამპი თავის ბოსთან შეხვედრამდე ნერვიულობდა” – დღევანდელი სამიტი ამერიკელი იუმორისტების მთავარ თემად იქცა

,,ტრამპი თავის ბოსთან შეხვედრამდე ნერვიულობდა" - დღევანდელი სამიტი ამერიკელი იუმორისტების მთავარ თემად იქცადღეს მსოფლიოს ყურადღება ჰელსინკის სამიტისკენ იყო მიმართული, სადაც რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. სამიტზე განხილული უნდა ყოფილიყო ბირთვული იარაღის საკითხი, კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპასა და კორეაში და ასე შემდეგ. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ კი სიამტკბილობაში ჩაიარა და ამ მნიშვნელოვან საკითხებს გვერდი აუარეს.

ეს სამიტი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო, წერს დასავლური პრესა. ტრამპს აკრიტიკებენ არამარტო ოპონენტები, არამედ მისი მომხრეებიც.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პრეზიდენტთან დაახლოებული ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპის განცხადებები გეგმის ნაწილი არ ყოფილა. ტრამპმა ეს პლატფორმა გამოიყენა არა იმისთვის, რომ ამერიკის პოზიციები გაეძლიერებინა, არამედ იმისთვის, რომ თავს დასხმოდა ძლიერ ამერიკულ ინსტიტუციებს, როგორებიცაა FBI, CIA და ამერიკის პენიტეციალური სისტემა.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა კომედიური შოუების მთავარ თემად იქცა. ამერიკელმა იუმორისტმა ჯიმი ფელონმა იხუმრა: ,,ტრამპი საკმაოდ ნერვიულობდა პუტინთან შეხვედამდე, რაც გასაგებია, რადგან ადამიანები თავიანთ ბოსებთან შეხვედრამდე ნერვიულობენ”.

,,ტრამპი ალფა ძაღლიდან კალთის ძაღლად გადაიქცა” – ამბობენ ჟურნალისტები.

მოამზადა ელენე გოგალაძემ