ტელეიმედმა გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე გამოუშვა – ”თქვენი რეიტინგები არ მოგვეწონა”

ტელეიმედმა გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე გამოუშვა - ”თქვენი რეიტინგები არ მოგვეწონა”გავრცელებული ინფორმაციით, „იმედი“ ახალი სეზონიდან აღარ ითანამშრომლებს დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიასთან. პროდიუსერები, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდნენ და იქ „ნიჭიერი“, „იქს ფაქტორი“ და „ექიმები“ გადაიტანეს, ამ ტელეარხის ეთერისთვის პროექტებს აღარ მოამზადებენ. მიზეზად მათი პროექტების დაბალი რეიტინგი სახელდება.

თავად პროდიუსერები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან და მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან და სავარაუდოდ, ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ.

„იქს ფაქტორის“ ფინალი კი „იმედის“ ეთერში შემდეგ ორშაბათს გავა.

ფორტუნა