როგორ მოირგო მსახიობმა თაკო ჭანუყვაძემ დედის ამპლუა და როდის არის ის სრულ ჰარმონიაში

როგორ მოირგო მსახიობმა თაკო ჭანუყვაძემ დედის ამპლუა და როდის არის ის სრულ ჰარმონიაშითაკო ჭანუყვაძე ფართო აუდიტორიამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მეშვეობით გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობმა ხალხის სიყვარული მალე მოიპოვა. როგორც თავად თაკო ამბობს, თავის პერსონაჟს, კეკეს, მხოლოდ სამოსის სტილით ჰგავს.

მსახიობი 10 წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული სანდრო გორგაძე გახლავთ. მეუღლე მეგობრის ოჯახში გაიცნო.

– თაკო, გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ამბავი.

– მე და სანდრომ საინტერესო და სიყვარულით სავსე ოჯახი შევქმენით. ჩვენი სიყვარული ღრმა და ძლიერია იმდენად, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ემოციური  და ბედნიერი დღე გველოდება. გვაქვს საერთო იდეალები. მას შეუძლია რაღაც დეტალებით სულ მაბედნიეროს, ჩემი დიდი გულშემატკივარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადიკალურად სხვა პროფესიისაა, თუმცა ზუსტად იცის ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული საქმისადმი და ყოველთვის ვგრძნობ მის დიდ მხარდაჭერას იმისთვის, რომ მე უფრო და უფრო წარმატებული ვიყო.

– როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება პატარა ანასიკოს დაბადებამ?

– ანასიკოს დაბადება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ყოველდღიურობა ბევრად მშვენიერი, ფერადი და სიცოცხლით სავსეა. მომემატა პასუხისმგებლობის გრძნობა, მზრუნველი და ყურადღებიანი გავხდი. ვფიქრობ ბევრ ისეთ თემაზე, რაზეც მანამდე არ მიფიქრია. ეს შეგრძნებები ძალიან მაბედნიერებს და დიდ ენერგიას მაძლევს. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა რთული და შეუძლებელიცაა.

– ალბათ ძალიან ძნელია, იყო კარგი დედა და თან პროფესიით მსახიობი, რადგან ორივე ამპლუა ბევრ ყურადღებას და დროს მოითხოვს…

– უზომოდ სასიამოვნოა, ეს იმ გრძნობების ერთიანობაა, რომლებიც სირთულეებსა და დაღლას გავიწყებს. ჩემს შემთხვევაში ორივე მდგომარეობა ჰარმონიაშია. ვზრუნავ ოჯახზე და თან მუდმივად ვცდილობ, პროფესიულად გავიზარდო.

– ზრუნვის ეტაპებზე მშობლებს გვაღელვებს ნებისმიერი საკითხი, რაც ბავშვს ეხება. დღევანდელი ეკოლოგიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ხარისხიანი და სპეციალისტების მიერ შემოწმებული საბავშვო პროდუქცია. სად შეარჩიეთ ეს პროდუქტი – საბავშვო ეტლი?

– დიდი შესავლით თავი რომ არ შეგაწყინოთ, პირდაპირ გეტყვით, საქართველოში ძალიან კარგი საბავშვო მაღაზიათა ქსელი chic bebe არსებობს, რომელიც ბევრ წამყვან ევროპულ ბრენდს აერთიანებს, სადაც წარმოდგენილია საბავშვო პროდუქციის ფართო და ხარისხიანი არჩევანი – დაწყებული იტალიური ბრენდ cam-ის სასადილო სკამებიდან, სხვადასხვა ევროპული წარმოების ეტლებით დამთავრებული – გამოცდილებით შექმნილი და მორგებული ბავშვსა და მშობელზე.

ასე აღმოვაჩინე MIMA-ს ბრენდ მაღაზია. MIMA – ეს არის პრემიუმ ხარისხი, თანამედროვე დიზაინით შექმნილი, ეტლის აწყობა და დაშლა უმარტივესი გზითაა შესაძლებელი, კომპაქტურად იკეცება და თავსდება ნებისმიერ საბარგულში. ჩემი აზრით, ეტლის უმთავრესი ფასეულობა მის კომფორტულობასა და დიზაინშია. აქვს ფერთა ფართო არჩევანი და საშუალებას გაძლევს, ეტლი შენივე გემოვნებით ააწყო.

chic bebe-ს ქსელში ასევე განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სერვისი, თბილი გარემო და საფასო სეგმენტი, რადგან წარმოდგენილია როგორც ხელმისაწვდომი, ასევე პრემიუმ ბრენდები – გათვლილი ქართულ ეკონომიკასა და რეალობაზე.

– თაკო, ძალიან ორიგინალური და გემოვნებიანი სტილი გაქვთ – ცხოვრებაშიც და ეკრანზეც, კეკეს როლშიც. სამოსს როგორ არჩევთ თქვენთვის და ანასიკოსთვის?

– პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, სამოსი იყოს ხარისხიანი, ფერადი და კომფორტული. ანასიკოსთვის სამოსს ხშირად ასევე “შიკ-ბებეს” მაღაზიათა ქსელში ვარჩევ, სადაც tuc tuc-ის ნათელი ფერებით გამორჩეული ბრენდია წარმოდგენილი.

– დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რას ეტყოდით დამწყებ მსახიობებს?

– მაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები, იდეები, რომლებსაც ეტაპობრივად განვახორციელებ… როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, იყო მსახიობი, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის არჩევისას, უნდა იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი, მიზანმიმართული, დრო გამოიყენო რაციონალურად, მიიღო რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და სიამოვნება საქმის კეთების პროცესში.

წარმატება გარდაუვალია, როცა გაქვს მიზანი და მისკენ მიდიხარ, ყველა დაბრკოლების მიუხედავად… ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ შანსს “ფეხი წამოჰკრას…”.