როგორ აძევებენ ჟურნალისტს დაცვის წევრები – ვიდეო

როგორ აძევებენ ჟურნალისტს დაცვის წევრები - ვიდეოჰელსინკში, დარბაზში, სადაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, ინციდენტი მოხდა. მამაკაცს, რომელიც დარბაზში ჟურნალისტის სტატუსით მოხვდა, ოთახი ძალით დაატოვებინეს იმ მცირე ზომის პლაკატისთვის, რომელზეც ეწერა: „ბირთვული შეიარაღების აკრძალვის შეთანხმება“.

თავდაპირველად, დარბაზში მყოფმა დაცვამ მას გასაუბრება შესთავაზა, რამდენიმე წუთის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა და სხვა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტებისთვის ბირთვული შეიარაღების შესახებ სურდა ეკითხა. მანვე ჟურნალისტებს ის პლაკატიც უჩვენა, რომელზეც ლოზუნგი ხელით იყო ნაწერი.

უსაფრთხოების სამსახურს მისი ეს ქმედება არ მოეწონა და ძალით გაიყვანა დარბაზიდან. დარბაზს გარეთ მამაკაცი ყვიროდა და დაცვას მიუთითებდა, იყო თუ არა ეს მედიის თავისუფლება.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში პრეზიდენტები და დელეგაციების წევრები შევიდნენ.