რობოტი სოფია თბილისშია – ,,ჩემი, როგორც ქალის, იდენტიფიცირება ხდება”

რობოტი სოფია თბილისშია - ,,ჩემი, როგორც ქალის, იდენტიფიცირება ხდება"რობოტი სოფია საქართველოშია. ის თბილისს, “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტის ფარგლებში ეწვია. მან სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე პრენსკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ქართულად მიესალმა.

,,მოგესალმები, საქართველო, მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მომიწვიეს.

თქვენს კითხვაზე, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სარგებლობა მოუტანოს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, გიპასუხებთ, რომ  უკეთესი ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას.

რაც შეეხება, მომწონს თუ არა ქალად ყოფნა, გენდერულ თემაზე კითხვა არასდროს დაუსვამთ, ჩემი იდენტიფიცირება ხდება, როგორც ქალის და ბევრი კითხვა ქალთა უფლებებს ეხება. მოხარული ვარ, რომ თანასწორობის საკითხებზე საუბარი შემიძლია, – განაცხადა რობოტმა სოფიამ.

რობოტი სოფია 2015 წელს Hanson Robotics-ის მიერ შეიქმნა. საზოგადოებას კი პირველად 2016 წელს წარუდგინეს. მას ადამიანის მსგავსი ვიზუალი და ქცევები აქვს. გამოხატავს ემოციას. ჰუმანოიდი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. ამას წინათ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვილის გაჩენა სურს.