რა წერილი გამოუგზავნეს რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს

რა წერილი გამოუგზავნეს რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებსმარ­ნე­ულ­ელებ­მა ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­დეს. 12 ივ­ლისს მარ­ნე­ულ­ში, სმი­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მათი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ სმი­ტე­ბის სახ­ლთან ყვა­ვი­ლე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი და სან­თლე­ბი მი­ი­ტა­ნეს.

მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბი რა­ი­ან და ლორა სმი­ტებს თბილ, გუ­ლის­ხმი­ერ და უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მარ­ნე­ულ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

სმი­ტე­ბის ოჯა­ხის ახლო მე­გო­ბარ­მა, მა­იკ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­ძი­მარ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს რა­ი­ა­ნის მშობ­ლე­ბის წე­რი­ლიც წა­უ­კი­თხა.

რა­დიო “მარ­ნე­უ­ლი” წე­რი­ლის ში­ნა­არსს ავ­რცე­ლებს:

“მარ­ნე­უ­ლი რა­ი­ა­ნის, ლო­რას და კა­ი­ლე­ბის ნამ­დვი­ლი სახ­ლი იყო. ამ ზამ­თარს რა­ი­ან­მა, ლო­რამ და კა­ი­ლებ­მა სამი თვე ამე­რი­კა­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ მათ უნ­დო­დათ, რომ მარ­ნე­ულ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. მათ მარ­ნე­ულ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სახ­ლი აა­შე­ნეს და უნ­დო­დათ კა­ი­ლე­ბი, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯე­ნე­ლი, მარ­ნე­ულ­ში ისე აღე­ზარ­დათ.
ჩვენც, თქვენ­სა­ვით რა­ი­ა­ნის, ლო­რა­სა და კა­ი­ლე­ბის და­კარ­გვის გამო ვწუხ­ვართ. ჩვენ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა მათი სიყ­ვა­რუ­ლი. ახლა ისი­ნი სა­მო­თხე­ში ალ­ბათ იე­სოს შეხ­ვდნენ. მე და ბა­ი­რო­ნი მომ­დევ­ნო თვეს მარ­ნე­ულ­ში, თქვენ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებთ. ყვე­ლას ოჯახს სიყ­ვა­რულს ვუ­სურ­ვებთ – რა­ი­ა­ნის ამა­ყი მშობ­ლე­ბი და საყ­ვა­რე­ლი კა­ი­ლე­ბის ბე­ბია-ბა­ბუა – ლინი და ბა­ი­რო­ნი” – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი ლორა და რა­ი­ან სმი­ტე­ბი ხა­ლი­ჩე­ბის ბიზ­ნე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რა­ი­ან სმი­ტი მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ტრა­დი­ცი­ულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ხა­ლი­ჩებს აქ­სო­ვი­ნებ­და და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აგ­ზავ­ნი­და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ.