“რას ასმევენ 30 თეთრად, არავინ იცის, მოდის სასწრაფო, მოასულიერებს, მერე ისევ სვამენ, აღარ შეგვიძლია ამის ყურება” – რა ხდება თევდორე მღვდლის ქუჩაზე

"რას ასმევენ 30 თეთრად, არავინ იცის, მოდის სასწრაფო, მოასულიერებს, მერე ისევ სვამენ, აღარ შეგვიძლია ამის ყურება" - რა ხდება თევდორე მღვდლის ქუჩაზედავით რაზმაძემ ფეისბუქში ვიდეო ატვირთა და დაწერა:

“ძააან არ მინდოდა ამის არც გადაღება, არც დადება, მაგრამ სხვა გზა აღარაა, ეს თევდორე მღვდლის ხუთი ნომერია, ჩემი სახლის წინ, რასაც უყურებთ, ეს აქაური ყოველდღიურობაა, არც სიკვდილია უცხო.

რატომ ხდება ასე?? იმიტომ, რომ აქ ორი წერტი არსებობს, სადაც ალკოჰოლს, ან რასაც თვითონ ალკოჰოლს ეძახიან, ყიდიან წარმოუდგენლად დაბალ ფასად, ჭიქა 30 თეთრი, ხოდა ისედაც გაუბედურებული ადამიანების უბედურებით ხელს ითბობენ,

რასაც ყიდიან, არც ღვინოა, არც არაყი, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან და ხო წარმოგიდგენიათ, რას ყიდიან, მოდის სასწრაფო, მოასულიერებს, მერე ისევ სვამენ, ისევ მოდიან მერე…

მგონი, ყველა ეკიპაჟს ვცნობ სახეზე უკვე, ხოდა მაინტერესებს, რატომ არავინ მოკითხათ სასმელის გაყიდვა მაშინ, როცა ჭიქებით სასმელის გაყიდვის უფლება არ აქვთ არასდროს. შემოწმებით რას ყიდიან, არადა ესეც აუცილებელია, მაცხოვრებლებსაც უკვე აღარ შეგვიძლია ამის ყურება, მერია კი ბიუროკრატიის ჭაობში მარხავს ყველა მცდელობას რამის შეცვლისა.

არადა შეხედეთ, ხალხი რა დღეშია, ადამიანები არიან და ყველას კიდია ისინი, სასმელის გაყიდვა უნდა კონტროლდებოდეს, რას ასმევენ ამ უბედურებს,ს არავინ იცის, არადა რომ მოინდოდომონ, უმარტივესი მოსაგვარებელია…”

დრონი