ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის დასრულდა – მყესი გაუწყდა ლევანს და სიარულიც კი უჭირს, ბრძოლაზე საუბარი ზედმეტია…

ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის დასრულდა - მყესი გაუწყდა ლევანს და სიარულიც კი უჭირს, ბრძოლაზე საუბარი ზედმეტია...ქართული სუმოს ქომაგების ფეისბუქის გვერდზე ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა:

”ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გამცნოთ, ჩემო მეგობრებო:
ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის დასრულდა!
დღეიდან უკვე კიუჯოზე ვართ…
გუშინდელი ორთაბრძოლის დროს მყესი გაუწყდა ლევანს მარჯვენა ტერფზე, ფეხის თითებს შორის და სიარულიც კი უჭირს, ბრძოლაზე საუბარი ზედმეტია…
ბევრს ეცადნენ ექიმები, მაგრამ დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, დაახლოებით 1 თვე მაინც დაჭირდება მკურნალობას…
ბედი არ გინდა ყველაფერში?! იუშოზე მივდიოდით და კიუჯოზე აღმოვჩნდით…
პ.ს. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბერში ბევრად მოძლიერებული დაბრუნდება ჩვენი გოლიათი და ახალ იუშოებსაც ვიზეიმებთ!
გული არ გავიტეხოთ!
რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვაძლიერებს!”