მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწერალი დაჩაგრეს – ელენა პეპი ბოჭორიშვილი: ,,ქართველობას მე ვერავინ წამართმევს”

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწერალი დაჩაგრეს - ელენა პეპი ბოჭორიშვილი: ,,ქართველობას მე ვერავინ წამართმევს"კანადაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მწერალი ელენა პეპი ბოჭორიშვილი  ვერ მოხვდა იმ 50 ქართველ მწერალს შორის, რომლებიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარადგენენ.

,,მისი რომანები ქართულად 2 წლის წინ ითარგმნა. ამას გარდა, მისი ტექსტები თარგმნილია ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, პორტუგალიურ და ჩეხურ ენებზე. საწყენია, რომ სტენოგარფიული რომანებით ცნობილი, კანადაში მცხოვრები, ქართველი მწერალი დაიჩაგრა”, – წერს სოციალურ ქსელში მაკა ბიბილაშვილი.

ელენე (პეპი) დღეს მსოფლიოში ცნობილი მწერალია, რომელიც უამრავ ენაზეა თარგმნილი და რომელსაც ყველგან ძალიან აფასებენ. იგი კანადაში ცხოვრობს და რუსულად წერს, მაგრამ ყველგან იცნობენ, როგორც ძალიან მაგარ ქართველ მწერალს… იწვევენ უამრავ ქვეყანაში, აქვს პრეზენტაციები, მკითხველებთან შეხვედრები…”, – წერს ლელა ჟორჟოლიანი.

თავად მწერალმა კი დაწერა:

,, უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა პატრიოტიზმის შესახებ. ეს ჩემს სფეროში, რასაკვირველია, (მწერლობა). მე, სამწუხაროდ, ვერ წარმოვადგენ საქართველოს ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე წელს, როცა საქართველო მანდ საპატიო სტუმარი იქნება, არ ჩავეტიე 50 კაციან ქართველი მწერლების დელეგაციაში.

ის კი არა, ქართველმა გამომცემელმა ისე გააჭიანურა საქმე და ისე დაივიწყა ჩემი არსებობა, რომ ახლა ვერც მოესწრება ჩემი ახალი წიგნის ქართულად გამოშვება, რომც მოინდომონ. ჩემი ახალი წიგნი საქართველოზეა, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა დანარჩენი. ხოდა ნუ ჩამითვთლით ამას პატრიოტიზმის ნაკლებობაში. ქართველობას მე ვერავინ ვერ წამართმევს, პარდონ-ბოდიში. დიდ მადლობას ვუხდი ჩემ მეგობრებს გაგებისთვის და მხარდაჭერისთვის. მარად თქვენი პეპი!”.