მიტროპოლიტი ამბროსი: ,,ათეისტმა პრემიერმა ღმერთი აღაშფოთა, ეს არის წმინდა ცის მესიჯი”

მიტროპოლიტი ამბროსი: ,,ათეისტმა პრემიერმა ღმერთი აღაშფოთა, ეს არის წმინდა ცის მესიჯი"ეგიალიას მიტროპოლიტი ამბროსი ამბობს, რომ  პრემიერმინისტრი ალექსის ციპრა და მისი თანამშრომლები არიან პასუხისმგებლები ,,მასშტაბურ განადგურებაზე”, რომელიც ატიკის ხანძარმა გამოიწვია.

-თავიანთი ათეიზმით ისინი ღმერთის აღშფოთებას იწვევენ. ჩემი ცხოვრების 80 წლის განმავლობაში არ მახსოვს, რომ საბერძნეთში ასეთი მასიური კატასტროფა მომხდარიყო.

მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დამანგრეველი ხანძრის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ხდება ბევრი სხვა უცნაური მოვლენაც! მეხი ეცემა უდანაშაულო გამვლელებს შუა გზაზე! მეხი ასევე ანადგურებს ავტუბუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს საჯარო გზაზე! მეხმა ერთხელ მოკლა მოტოციკლისტი, რომელიც ასევე გზაზე მოძრაობდა! შესაბამისად, ვასკვნით, რომ უცნაური მოვლენები ხდება ჩვენს დროში! ავტომატურად ჩვენს გონებაში ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ეს უცნაური და აუხსნელი მოვლენები?

ტექნოკრატები საკუთარ პასუხს გასცემენ, მთავრობა, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ამ სამყაროს ბრძენი მამაკაციც, მორწმუნეც და ათეისტიც საკუთარ ინტერპრეტაციას მისცემს დღევანდელ მოვლენებს, – ამბობს ის და დასძენს:

-პირიქით, წმიდა სინოდი, საბერძნეთის ეკლესიის ადმინისტრაცია, დუმილის გზით ბრწყინავს! დაე, გაგვამტყუნონ. ჩვენ შევეცდებით, გავცეთ პასუხი კითხვაზე: რატომ ხდება ეს საშინელი რამ? ჩვენ ვევედრებით სულიწმინდის სინათლეს! მივმართავთ ბიბლიას პასუხის მისაღებად, – ამბობს მიტროპოლიტი და ციტირებს პავლე მოციქულის ტექსტიდან მისი მოწაფის, ტიმოთეს მიმართ. იგი ასკვნის, რომ, სული წმინდის შესაბამისად, ღვთისგან დაშორების პერიოდში ღმერთი თავის რისხვას მოუვლენს ხალხს სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფით, როგორიცაა მიწისძვრა, შიმშილი, ეპიდემიები და ავადმყოფობი, სისხლისღვრა, დამნაშავეობა, დამანგრეველი ხანძარი, კვამლის ღრუბლები, რომლებიც ცას მისწვდება!

-ვინ არის პასუხისმგებელი თანამედროვე ბერძენის ღვთის გზიდან ჩამოშორებაზე? ვინ? ათეისტი პრემიერ-მინისტრი. ალექსის ციპრა და მისი კოლეგები! ბატონ ციპრას არ რცხვენია, გაანადგურა საბერძნეთის ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა, გააფორმა უამრავი მემორანდუმი, რომლითაც საბერძნეთი დაამონა, ბერძნებს რეფერენდუმით ატყუებდა, რის შედეგადაც ხალხმა დააფიქსირა ‘’არა’’ და მან გამოაცხადა, როგორც ‘’კი’’, გაყიდა ჩვენი მაკედონია, ებრძვის ჩვენს მართლმადიდებლობას! და კიდევ ბევრი აქვს მიღწეული ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ციპრასს!

ალექსის ციპრასი და მისი სხვა თანამებრძოლები არიან დამნაშავეები ამ კატასტროფაში! დიდი ხანძარი გერანიის მთაზე ელვით დაიწყო! ეს არის წმინდა ცის მესიჯი! – ამბობს ის.

 გეორგიანს,გრ