,,მახო ცხვარსაც კი ვერ დაკლავდა, ამბობდა, არ შემიძლიაო” – ავთო ქენქაძე

,,მახო ცხვარსაც კი ვერ დაკლავდა, ამბობდა, არ შემიძლიაო" - ავთო ქენქაძესმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 3 წელი  წყემსად მუშაობდა  ავთო ქენქაძესთან, რომელმაც იმ ტრაგიკულ დღეზე ,,კურიერთან” ისაუბრა:

-მეცხვარეები დილით წავიდნენ მთაში, მალხაზი ბინაში დატოვეს, რადგან ცხვრები დაკარგული ყოფილა და უნდა მოეძებნა. ეს წავიდა საძებნელად და მერე შეხვდნენ ტურისტები, მაგრამ სად და როგორ, ეგ არ ვიცი.

მწყებსები რომ მოვიდნენ საღამოს, მახო ბინაში დახვდათ. ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა, ძაღლებისთვის და ჩამოსული მწყებსებისთვის საჭმელიც გააკეთა. მეორე დილას პოლიცია ამოვიდა და იარაღს დაუწყო ძებნა. მეცხვარეები იძახიან ახლა, რომ თოფი ჰქონიათ ნადირის დასაფრთხობად. მახოს ჰქონდა თუ არა იარაღი და მიუწვდებოდა თუ არა ხელი თოფზე, მაგდენი არ ვიცი.

მალხაზი სოფელში ჩასულა და უთქვამს: იქ მიცვალებული ვნახე და მეშინია მისვლაო. ეს პიროვნება ძალიან დადებითი ადამიანი იყო. თითქმის სამი წელი ჩემთან იყო. რომ მეთქვა მისთვის: „ცხვარი დაკალი“, მიპასუხებდა, ვერ დავკლავ, არ შემიძლიაო.