ლალი მოროშკინა რობოტ სოფიაზე: ,,მსოფლიოს განადგურების ახალი გეგმა… არა ,,ნერჟავეიკებს”

ლალი მოროშკინა რობოტ სოფიაზე: ,,მსოფლიოს განადგურების ახალი გეგმა... არა ,,ნერჟავეიკებს"რობოტი სოფია საქართველოშია. ის თბილისს, “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტის ფარგლებში ეწვია. სოფია საზოგადოებას პირველად 2016 წელს წარუდგინეს. მას ადამიანის მსგავსი ვიზუალი და ქცევები აქვს. გამოხატავს ემოციას. ჰუმანოიდი საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. ამას წინათ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვილის გაჩენა სურს.

რობოტი სოფიას შექმნას აპროტესტებს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

,, არა ნერჟავეიკებს” – რა მაგარი ავანტიურისტის მოფიქრებულია გამოთაყვანებული მსიფლიოს “დაბოლება!”.
ზის ახლა ვინმე კარაბასი და ათამაშებს ამ ძაფებზე გამობმულ მარიონეტებს. ეს ძალიან საღადაო იქნებოდა, რომ არა პათოლოგ ტვინში მოხარშული მსოფლიოს განადგურების ახალი გეგმა: მილიონობით უმუშევარი, მოშიმშილე ადამიანების რიგები და გაბატონებული ნერჟავეიკები – გონს მოდით ჰომო საპიენსებო! ”  წერს მოროშკინა.