თინათინ ხიდაშელი: ,,მე ვარ აბიტურიენტის დედა და ამის ,,გატარებას” არ ვაპირებ!” – რა ეწერა საგამოცდო საკითხებში

თინათინ ხიდაშელი: ,,მე ვარ აბიტურიენტის დედა და ამის ,,გატარებას" არ ვაპირებ!" - რა ეწერა საგამოცდო საკითხებშითავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შვილი წელს აბიტურიენტია. თინათინ ხიდაშელი საგამოცდო ტესტებში შეტანილმა ერთ-ერთმა საკითხმა აღაშფოთა, სადაც ტერორიზმის ასეთი განმარტებაა  – ,,ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება”.
,,მეგობრებო, ყველას გთხოვთ, არ დაიზაროთ და ერთი ორი სიტყვით კომენტარი მომწერეთ, რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ტერორიზმის ასეთი განმარტება.
რას ფუქნცია აქვს სიტყვებს “პრობლემის გადაჭრის უკიდურესი საშუალება”, რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ. ანუ თუ სხვა გზა არ არის, შეიძლება განვიხილოთ “უკიდურეს საშუალებადო” თუ მე მეჩვენება?”, – წერს ხიდაშელი და განათლების სამინისტროს მიმართავს:

,,მოგმართავთ საქართველოს მოქალაქე, საკითხის არსიდან გამომდინარე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, 24 წლის სტაჟიანი სამოქალაქო აქტივისტი და სულ ბოლოს იმ აბიტურიენტის დედა, რომელსაც დღეს ეს საკითხი შეხვდა დასაწერად.

თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს? როდესაც ვიცი, რომ ათასობით 17/18 წლის ჩემი თანამოქალაქე 4 საათის მანძილზე ჩაფიქრებული და გაოცებული ცდილობდა, ეწერა მოცემულობით,რომელიც ტერორიზმს უკიდურესი მოქმედების ფორმად გვთავაზობს.

ახლა ამ თემას რომ გაასწორებენ შინაარსობრივად და რაღაცას მოიწონებენ და რაღაცას დაიწუნებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? გარდა იმისა, რომ უბრალოდ მავნებლობაა, ანტისახელმწიფოებრივია ამხანაგი კამოს ფილოსოფიის თავსმოხვევაა ბავშვებისთვის, ვფიქრობ,  სრულიად შეიძლებელია, გრამატიკას გასცდეს გამსწორებელი და თქვენგან ველოდები პასუხს, როგორ უნდა მოვიქცე. ამ ამბავს ასე რომ არ გავატარებ. თქვენც ხვდებით, იმედია და გარდა იმისა, ამ მავნებლობის ავტორის გვარ-სახელი უნდა ვიცოდეთ, რომ საკლასო ოთახს არ გააკარონ, გასწორებულზე როგორ მოვიქცეთ, გვითხარით, რომ ანგაჟირებულობა არ დაგვაბრალონ. კიდევ ერთხელ, სიცხადისთვის – ,,გატარებას” არ ვაპირებ”.