,,დედამისი მეტროსთან დგას და ტირის” – სამართალდამცველები და ოჯახი მოზარდს ეძებენ

,,დედამისი მეტროსთან დგას და ტირის” - სამართალდამცველები და ოჯახი მოზარდს ეძებენფეისბუქში მოზარდის ფოტო ვრცელდება, რომელსაც ორი დღეა ოჯახი ეძებს.

,,გთხოვთ, დააკვირდეთ სურათს. არის 15 წლის. ორი დღეა, გასულა სახლიდან და არ ჩანსო. დედა დგას დიდუბის მეტროსთან და ტირის, ეძებს, თხოვს ყველას დახმარებას თუ ვინმემ ნახეთ, მოგვწერეთ ან დარეკეთ ტელეფონზე _ 555 24 21 84. დედის ნომერია.

გთხოვთ, გააზიარეთ, გაავრცელეთ, ეგებ ნახა ვინმემ. გთხოვთ, დავეხმაროთ ყველა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოზარდს სამართალდამცველებიც ეძებენ.