ცოლ-ქმარი სმიტები მარნეულში ცხოვრობდნენ და აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს შტატებში გზავნიდნენ – მოკლული ოჯახის ცხოვრების დეტალები

ხადას ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმიტების მეგობრები აცხადებენ, რომ წყვილმა ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება არჩია.

ისინი საქართველოში საცხოვრებლად კალიფორნიიდან 2011 წელს გადმოვიდნენ. 2012 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს.

სმიტები მარნეულში ცხოვრობდნენ, სადაც ხელნაკეთი ხალიჩების საწარმოც ჰქონდათ და საიდანაც ტრადიციულ აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს შტატებში გზავნიდნენ.

„ 4-5 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. მის მეუღლე ლოლას ძალიან კარგად ვიცნობდი, ჩვენ ბავშვები ერთდ იზრდებოდნენ. საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ძალიან კარგი დამოუკიდებულება ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ. გაოცებული ვიყავი, რომ მათ ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება აარჩიეს და მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს მიუძღვნეს. მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგალითად, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის თავიანთი ხარჯების მოწყობას გეგმავდნენ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა არა მარტო ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის,“- განაცხადა სმიტების ოჯახის მეგობარმა, საბინა თალიბოვამ.

რაიან და ლორა სმიტების და ასევე მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის პოლიციამ 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური გუშინ დააკავა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018