ქუმსიშვილი: ,,გამოკითხვაზე პროკურატურაში 20 დღის წინ ვიყავი”

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 20 დღის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და.

-პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გახ­ლდით 20 დღის წინ. ეს იყო გა­მო­კი­თხვის ფორ­მა­ტი. მათ სურ­დათ, ჩემი აზრი და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მათ შო­რის იყო ისე­თი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დროს ჩვენ­ვე გა­და­ვაგ­ზავ­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა იმ მო­საზ­რე­ბა­ზე, რაც მე გა­მაჩ­ნდა, ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­ვე­ცი ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი, – გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მას ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლი აქვს და­დე­ბუ­ლი, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

-დღეს ჩა­მოვფრინ­დი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი ხელ­წე­რი­ლი არ მაქვს და­დე­ბუ­ლი,- გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად და პა­ტი­ოს­ნად ემ­სა­ხუ­რა ქვე­ყა­ნას და ასე აპი­რებს გაგ­რძე­ლე­ბას.

-სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ვავ­რცე­ლებ. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან კი­თხვე­ბი იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და არა პირ­და­პირ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, – აღ­ნიშ­ნა ქუმ­სიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე: არის თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ზე, ეკო­ნო­მი­კის ექსმი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და: ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ამ წუთ­ში გან­მე­ო­რე­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

ქუმ­სიშ­ვი­ლის თქმით, მის მი­მართ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი.

-წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ეს ჭო­რე­ბი. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­ზე მაქვს ნათ­ქვა­მი უარი იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მე გა­მაჩ­ნდა, რო­გორც წესი, შემ­დგომ­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­დი­ო­და ჭო­რე­ბი. ეს იყო ის დაკ­ვე­თა, რო­მე­ლიც ჩემი და ჩემი სა­ხე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მო­დი­ო­და,- გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018