უფასო ტელევიზორი ათასობით ბელგიელს – მაღაზია ფულს უკან აბრუნებს

მსოფლიოს ჩემპიონარის წინ, ბელგიაში ელექტრონიკის მაღაზია Krefel-მა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, მათთან ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში გადახდილ თანხას ყველა მყიდველი უკლებლივ უკან დაიბრუნებდა, თუკი ბელგიის ნაკრები მუნდიალზე 15-ზე მეტ გოლს გაიტანდა. როგორც იცით, ბელგიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს, ბოლო შეხვედრაში კი ინგლისი 2:0 დაამარცხეს. ინგლისელთა კარში გატანილი მეორე გოლი ბელგიის ნაკრებისთვის მე-16 იყო!

,,მუნდიალის წინ გვჯეროდა, რომ ჩვენი გუნდი 15-ზე მეტ გოლს გაიტანდა. გვინდოდა, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის რაღაც განსაკუთრებული შეგვეთავაზებინა და გვიხარია, რომ ეს შევძელით კიდეც. ამ აქციის ფარგლებში ჩვენთან ტელევიზორი ათასობით ადამიანმა შეიძინა და დიახ, მათ თანხას უკან დავუბრუნებთ,” – აცხადებენ Krefel-ში.

ოღონდ მყიდველები ფულის ნაცვლად იმავე მაღაზიის ვაუჩერს მიიღებენ, რომლითაც სხვა ტექნიკის შეძენა შეეძლებათ…

პოპსპორტი.კომ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018