,,მეშინია, დედა…” – ქალი, რომელმაც ხანძარში ორი შვილი და ქმარი დაკარგა

,,მეშინია, დედა..." - ქალი, რომელმაც ხანძარში ორი შვილი და ქმარი დაკარგა“ძალიან მეშინია, მაგრამ შენ ნუ მოხვალ, დედა, ყველაფერი ჩაკეტილია,” – ეს11 წლის ბიჭის ბოლო სიტყვებია.

მატის ხანძარს ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ქალი, რომელმაც ორი შვილი და ქმარი დაკარგა, დაკარგა ყველაფერი… ან სიტყვების სრული მნიშვნელობით. 13 წლის გოგონა ცეცხლს რომ გაქცეოდა, 15 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადახტა და გარდაიცვალა. მისი 11 წლის ძმა და 54 წლის მამა კი მოგვიანებით იპოვეს.

,,მეშინია, დედა..." - ქალი, რომელმაც ხანძარში ორი შვილი და ქმარი დაკარგა,,მეშინია, დედა..." - ქალი, რომელმაც ხანძარში ორი შვილი და ქმარი დაკარგაგადარჩა მხოლოდ მათი დედა, რომელსაც თავისი შვილი ეუბნებოდა, რომ დარჩენილიყო იქ, სადაც იყო.

ქალის სიტყვები სულისშემძვრელია:

-მე ვცდილობ, ვიყო ისეთი, როგორიც ჩემი გოგონა იყო. ის ყოველთვის უშიშარი იყო და ამას ყოველმხრივ ამტკიცებდა. ვიცი, გრიგორი ყველაფერს გააკეთებდა მათ გადასარჩენად, მაგრამ ის, რომ ვერაფერი შეძლო, მხოლოდ ღმერთის ნება იყო.

მესმოდა ჩემი შვილის ხმა: “ძალიან მეშინია, დედა, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მე გავძლიერდები და შენ ნუ მოხვალ, დედა. მინდა,მანდ დარჩე, სადაც ხარ. ყველაფერი ჩაკეტილია. ეს არ გააკეთო”.

მათთან მიახლოებას 4 საათი  ვცდილობდი, მაგრამ ბოლოს, როცა აღარაფერი შემეძლო, მივხვდი, რომ აღარ უნდა შევსულიყავი. სიტყვები არ მყოფნის. მე უბრალოდ ყველაფერი დავკარგე. გთხოვთ, მოეხვიეთ თქვენს შვილებს ყოველდღე.

გეორგიანს.გრ