მარიშკა: ,,ნოე სულაბერიძესთან ურთიერთობა დავასრულე”

მარიშკა ჯავახაძემ ქართულ .“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ წამოსვლაზეც.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ბარბარე მანტკავას როლი ნამდვილად ჯანრმთელობის პრობლემის გამო მისცეს სხვას –

,,ადამიანებს ძალიან უყვართ რაღაცების გამუქება. ეს ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამო იყო. არც ორსულად ვარ და არც ვინმეს აუკრძალავს ჩემთვის სერიალში მონაწილეობა”, – განაცხადა ჟურნალ O.K-ისთან მარიშკა ჯავახაძემ, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკა მანტკავას როლს ასრულებდა.

-ხუთშაბათს მქონდა გადაღება, ოთხშაბათს კი კიბეებზე დავგორდი. შესაბამისად, ჩემს რეაბილიტაციას დრო სჭირდებოდა, ამიტომ ვერ გავაგრძელებდი თამაშს გარკვეული პერიოდი. პასუხისმგებლობა კი არ მაძლევდა იმის  უფლებას, რომ ჩემი მიზეზით სერიალი დაზარალებულიყო.

ყველამ, ვინც შექმნა სერიალი, მომცა შანსი, რომ ეს ეპიზოდი ყოფილიყო ფეირვერკი ჩემს ცხოვრებაში. მე კი ვერასდროს ვეტყოდი მათ, დამელოდეთ-მეთქი. ამიტომ დავურეკე ქეთი დევდარიანს და ვუთხარი, რომ უნდა შეცვლილიყო ჩემი როლის შემსრულებელი, – აღნიშნა მარიშკამ და ისაუბრა იმაზეც, რომ თითქოს სერიალთან თანამშრომლობა იმიტომ დაასრულა, რომ მას ,,იმედის” პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთნ ჰქონდა რომანი.

-მე და ნოე სულაბერიძეს ერთი წლის წინ ნამდვილად გვქონდა ურთიერთობა და ერთმანეთი მოგვწონდა. ეს ყველაფერი აგვისტოში დამთავრდა. მას შემდეგ ნოე, მგონი, არც მინახავს. ჩვენი ურთიერთობა იმდენად სერიოზული არ იყო, რომ ჩემს როლზე უარი მეთქვა.

ისიც მინდა აღვნიშნო – ბუნებით ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ნურავინ იფიქრებს იმას, რომ სანამ მაყურებლისთვის ბარბარიკასთან ვასოცირდები, სხვა, კონკურენტ არხზე გამოვჩნდები.

o.k.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018