მამუკა გამყრელიძის ოჯახის წევრებს ემუქრებიან ‒ ,,ამ ისტორიამ საშიში გაგრძელება მიიღო“

მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს

„ის გახმაურებული მკვლელობა, როცა ჩემი მძახალი სახლში ჩაცხრილა დაქირავებულმა მკვლელმა, ალბათ გემახსოვრებათ. მაშინ პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა, დაქირავებული მკვლელის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ის დღემდე ვერ დააკავეს.

ახლა კი, ამ ისტორიამ საშიში გაგრძელება მიიღო. გუშინ გაისმა სატელეფონო ზარი მუქარით. ახლა უკვე ოჯახის წევრებს ემუქრებიან.
ცხადია, რომ საქმე ოჯახის ბიზნესინტერესებს ეხება, მაგრამ სანამ მკვლელს არ დაიჭერენ ვერც შემკვეთს დაადგენენ. ის კი ასე, ანონიმური ზარებით, აგრძელებს მუქარას და ზეწოლას ოჯახზე, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვია !
თავი 70-იანების სიცილიურ სერიალში მგონია“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018