ირანის პრეზიდენტი ტრამპს: ,,ნუ მოქაჩავთ ლომის კუდს, თორემ ინანებთ”

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, აღარ განაგრძოს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის გატარება.

-ნუ მოქაჩავთ ლომის კუდს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

თავდაპირველად, ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, შემდეგ კი თეირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მოკავშირეებს მოუწოდა, ირანული ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვან.

საპასუხოდ, ირანი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მიმართვით და ორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვების დაბლოკვით დაიმუქრა.

აღნიშნული სრუტის გავლით, ნავთობის მსოფლიო ექსპორტის 20 პროცენტი ხორციელდება.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018