თამუნა მუსერიძემ 16 კილო დაიკლო – “გახდომისთვის თავს ვიკლავ”

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე და ტელე-რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე გოგონას მშობლები გახდნენ. მარიანა უკვე ერთი თვის არის, თამუნა კი წონას ებრძვის.

„დიეტა არ გამჭირვებია, რადგან დიდად მჭამელი ისედაც არ ვარ. მშობიარობის შემდეგ იმ დონის სტრესი მქონდა, რომ დღეში მხოლოდ 2 ნაჭერ ყველს ვჭამ. 16 კილო დავიკელი. 9 კილო კიდევ უნდა დავიკლო.

დღეს, მაგალითად 2 ცალი ხორციანი ბლინი ვჭამე და მეტს აღარაფერს მივიღებ. მართლა თავს ვიკლავ იმისთვის, რომ გავხდე. თუ ძალიან მომშივდა, შეიძლება ერთი ცალი კიტრი შევჭამო“ – ამბობს თამუნა.

ინტერვიუ სრული სახით ჟურნალ სარკის ახალ ნომერში წაიკითხეთ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018