დასაბამიდან სასუფევლამდე – რატომ დაიშალა დავით გიორგობიანის და გიორგი ასათიანის დუეტი – ვიდეო

ტელეკომპანია ხარისხის არხის გადაცემა “დასაბამიდან სასუფევლამდე” წამყვანების დუეტი დაიშალა. დავით გიორგობიანი და გიორგი ასათიანი ერთად აღარ უპასუხებენ მაყურებლის ზარებს, დუეტში აღარ განიხილავენ მნიშვნელოვან მოვლებებს, მათი გზები გაიყო.
გადაცემა კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ გადის (პარასკევსა და შაბათს) ერთს დავით (ედიშერ) გიორგობიანი უძღვება, ხოლო მეორეს – გიორგი ასათიანი.
გადაცემის ფეისბუკგვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვა დასვა, წაიყვანდნენ თუ არა ისინი გადაცემას ერთად, რაზეც გვერდის ადმინმა (სავარაუდოდ გიორგი ასათიანმა) უპასუხა, რომ არა და ეს დავით (ედიშერ) გიორგობიანის სურვილი იყო.
“ასე ისურვა დავით (ედიშერ) გიორგობიანმა და ჩემთვისაც უკეთესია, იმდენი მასალა მაქვს გამოსატანი და გასაანალიზებელი, რომ ასე უფრო მეტს გავაკეთებთ ორივე. მე ზარებს არ მოვერიდები. მოკლედ გელოდებით პარასკევს და შაბათს” – დაწერა გვერდმა.

შეგახსენებთ, გადაცემა “დასაბამიდან სასუფევლამდე” ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს. წამყვანების საუბრები ხშირად Coub-ებისა და იუმორისტული ვიდეოების ინსპირაცია ხდება. რაზეც ინტერნეტი ბევრს ხალისობს, წამყვანები კი მათ წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარზე საუბრობენ.

დუეტის დაშლა ქართველი ფეისბუკმომხმარებლებისთვის 18 ივლისის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ ინფორმაციამ ლამის რობოტი სოფიას საქართველოში ჩამოსვლაც გადაფარა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018