“გოგონას არტერია თითებით ეჭირა, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი…” – ვის უხდის მადლობას პიკასო

“ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის” წევ­რი, ირაკ­ლი ნო­ზა­ძე გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე დღე­ე­ბის შემ­დეგ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ სა­მად­ლო­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მომ­ღე­რა­ლი მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ცხოვ­რე­ბის ამ მძი­მე წუ­თე­ბის გა­და­ტა­ნა­ში და­ეხ­მა­რა:

“გა­მა­ჯო­ბა! დიდად არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი სტა­ტუ­სე­ბი­სა და პოს­ტე­ბის წე­რით და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლე­ლად უნდა გა­გი­ზი­ა­როთ, ჩემო კარ­გე­ბო!

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ისეთ გან­საც­დელს გა­და­ი­ტანს რო­გო­რის გა­და­ტა­ნაც მე მო­მი­წია, მერე ყვე­ლა­ფერს სხვაგ­ვა­რად უყუ­რებ და აფა­სებ. რად­გან ჩემი სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი, უფ­ლის წყა­ლო­ბით სი­ცო­ცხლის გარ­ძე­ლე­ბით დას­რულ­და, არ ვა­პი­რებ დრო­ის და­კარ­გვას ცუდ ფიქ­რებ­ზე და მხო­ლოდ სი­კე­თე­ზე და პო­ზი­ტი­უ­რი საქ­მის კე­თე­ბას ვუ­ძღვნი ჩემს მე­ო­რე სი­ცო­ცხლეს!

უამ­რა­ვი მად­ლო­ბა მაქვს სათ­ქმე­ლი თქვენ­თვის! ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი ხართ და ეს მა­ბედ­ნი­ე­რებს. მად­ლო­ბა იმ ზღვა ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში სა­ა­თო­ბით იყა­ვით ჩემი ამ­ბის გა­სა­გე­ბად! მად­ლო­ბა იმ მედ-პერ­სო­ნალს, რომ­ლებ­მაც თავი არ და­ზო­გეს და სი­ცო­ცხლის­კენ მო­მაბ­რუ­ნეს! მად­ლო­ბა ჩემ ბი­ჭებს (ქუ­ჩის ბი­ჭებს), რომ­ლე­ბიც 1 წა­მით მარ­ტო არ მტო­ვებ­დნენ და ერ­თმა­ნეთს მო­რი­გე­ო­ბით ცვლიდ­ნენ, რომ მე მარ­ტო არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი! ასე­თი მე­გობ­რო­ბა შეკ­ვე­თით არ მო­დის. ეს ღვთი­სა­გან ბო­ძე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რია!

დიდი მად­ლო­ბა ჩემს მფარ­ველ ან­გე­ლო­ზად ქცე­ულ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მთე­ლი ხე­ლით ჭრი­ლო­ბა­ში იყო შემ­ძვრა­ლი და არ­ტე­რია თი­თე­ბით ეჭი­რა, რომ სის­ხლი­სა­გან არ დავ­ცლი­ლი­ყა­ვი! მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს ჩემი აუ­ტა­ნე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც რომ ვუყ­ვარ­ვარ! მად­ლო­ბა ჩემს ია­კოს. ზუს­ტად შენ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემი შვი­ლის დედა და იცი ეს, რა­საც ნიშ­ნავს. მა­ბედ­ნი­ე­რებ! მად­ლო­ბა ჩემ ლუ­კა­ჩოს. ბოლო წამს, სა­ნამ გო­ნე­ბას დავ­კარ­გავ­დი ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში მი­მე­ო­რებ­დი, რომ მა­ა­ამ! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და არ შე­შინ­დეო!

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩემ­მა ამ­ბავ­მა შე­ა­წუ­ხა და არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს! მად­ლო­ბა მე­უ­ფეს! (მე­უ­ფე სე­რა­ფი­მეს) მად­ლო­ბა მამა შალ­ვას ამ მად­ლი­ა­ნი ად­გი­ლი­სათ­ვის, სა­დაც მის გა­რე­შე ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი! და რა თქა უნდა, მად­ლო­ბა უფალს, რომ დღეს მე თქვნთან ვართ და მყევ­ხართ! მად­ლო­ბა ნი­ა­კო­სათ­ვის. ვუ­უ­უ­უ­ი­მე­ე­ე­ეე. მბუ­რძგლავს ამ ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ფერ­ზე! და ბო­ლოს! მა­პა­ტი­ეთ ჩემი და­უ­ნა­ხა­ვო­ბა და უმა­დუ­რო­ბა!მიყ­ვარ­ხართ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

თქვე­ნი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე. (პი­კა­სო)”, – წერს მომ­ღე­რა­ლი.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018