ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა

ბათუმის აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, დარბაზში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. ექიმს თავისი პერსონალი ეხმარებოდა.

ახალშობილი ბიჭია. ის და მისი დედიკო თავს კარგად გრძნობენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018