ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს: „შენგან განსხვავებით, მე არაფერი მაქვს დასაკარგი“

ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს: „შენგან განსხვავებით, მე არაფერი მაქვს დასაკარგი“თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმის ძიება თავიდან არ დაწყებულა და  გიორგი კვირიკაშვილმა ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა, მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ეხმაურება:

„კარგია, როდესაც აღიარებთ შეცდომებს, ქალბატონო თეა.
თუ გამოძიება პარალელურად მიდიოდა ამ საქმის და დამნაშავეები ვერ აღმოაჩინეთ, ესე იგი კიდევ ამთკიცებთ თქვენივე უნიათობას.

თქვენ გგონიათ, მე არ ვიცოდი, რომ გამოძიება მიდიოდა და თქვენი და გახარიას სახით მფარველები ჰყავდა ამ საშინელ ტრაგედიას?
დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი, კიდევ ვინ მფარველობდა.

აქედან გამომდინარე, არ ხართ თქვენ თანამდებობაზე დასატოვებელი არც ერთი.

მხოლოდ თანამდებობის დატოვება არაფერია, ესეც მინდა ვთქვა – პასუხისგებაში ხართ ყველა მისაცემი, ვინც ცდილობდით საქმის შეკერვას.თქვენგან განსხვავებით, არაფერი აღარ მაქვს დასაკარგი.

თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“.