ზაზა სარალიძე ნიკოლოზ მჟავანაძეს: “თქვენ და თქვენნაირებს საკუთარი შვილებიც კი არ გაღელვებთ”

ზაზა სარალიძე ნიკოლოზ მჟავანაძეს: "თქვენ და თქვენნაირებს საკუთარი შვილებიც კი არ გაღელვებთ"ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთ მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ნიკოლოზ მჟავაანაძის განცხადებას პასუხობს, რომელიც ამბობს: ” შენი შვილის მკვლელები რომ დაისაჯონ, სხვისი შვილების მკვლელები უნდა დაგვასვა თავზე? სარალიძეს უნდა ამ ხელისუფლების ჩამოგდება და, მგონი, სულ აღარ აინტერესებს, როგორ დამთავრდება გამოძიება”.
ზაზა სარალიძე სწორედ აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა:
“მე მგონი, რომ არავის არ აინტერესებს თქენი თამადობით სიმართლის დადგენა.

რატო გეშინიათ ყველას სიმართლის?

რა და ვინ იმალება სიმართლის უკან?

ხედავთ? თვალებს ძალით იბრმავებთ და არ გაინტერესებთ ვინ და რამდენი ადამიანი დგას ამ საქმის მიღმა.

ნუთუ გინდათ ისეთი ჩინოვნიკები,ისეთი გამომძიებლები,ისეთი პროკურორები,ისეთი ექსპერტები და საერთოდ ისეთი ადამიანები ვინც მფარველობს სადისტ მკვლელებს?

ალბათ გინდათ და გაწყობთ.

ან კიდევ ფიქრობთ,რომ ზაზა სარალიძე ხელს ჩაიქნევს და დანებდება.

მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ!

მე ჩემი შვილის სულის სიწმინდეს სანამ პირში სული მიდგას მანამ დავიცავ თქვენგან განსხვავებით.

აი თქვენ და თქვენნაირებს ვფიქრობ საერთოდ არ გაღელვებთ არც საქართველო და არც საქართველოს მომავალი და ყველაზე მთავარი ისაა რომ საკუთარი შვილებიც კი არ გაღელვებთ.

პ.ს. სანამ რამეს დაწერთ მოდით ჩემამდე და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ და მერე გამოიტანეთ დასკვნები.ს აერთოდ ვერ ვხედავ ლოგიკას თქვენნაირების კომენტარებში”- წერს ზაზა სარალიძე.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018