,,თამთას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი” – გვანცა რამიშვილი

,,თამთას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი'' - გვანცა რამიშვილიმომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი, გვანცა რამიშვილი, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თამთს ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც.

მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ.

-ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი, – განაცხადა რამიშვილმა.