თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძეს 50 ლარის ღირებულების ნივთის გადაცემას სთხოვდა

თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძეს 50 ლარის ღირებულების ნივთის გადაცემას სთხოვდა7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის – სწორედ ეს სასჯელი ელის მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ თამთა ჯანჯღავას.

20 საათიანი ძებნის შემდეგ ის სამართალდამცავებმა ისანში დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ნათია თოფურია.

ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს.

,,კურიერის” ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრას წინ უძღოდა სოლისტის კონფლიქტი ჯანჯღავასთან. გოგონა მომღერალს იმ ნივთის გადაცემას სთხოვდა, რომლის შესაძენად 50 ლარი გადასცა.

ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჯერ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყვიროდა და მომღერალს სადარბაზოსთან ჩამოსვლას სთხოვდა, სიტუაციის განსამუხტად ეზოში ნოზაძის მეგობარი ჩავიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯანჯღავამ ჩხუბი გააგრძელა, ეზოში ქუჩის ბიჭების სოლისტიც ჩავიდა და მას დანა ჩაარტყეს.

,,ქუჩის ბიჭების” წევრის, ზურაბ ხაჩიძის, ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს თამთა ჯანჯღავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რუსთავი 2