”ქალებმა პიკასოს აგინეს და მანქანაში ჩაისვეს, საიდანაც დაჭრილი რამდენიმე წამში გადმოხტა”

”ქალებმა პიკასოს აგინეს და მანქანაში ჩაისვეს, საიდანაც დაჭრილი რამდენიმე წამში გადმოხტა”ჯგუფ ქუჩის ბიჭების სოლისტი, ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო სავარაუდოდ, ორმა ქალმა დაჭრა. ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ.

მათი ინფორმაციით ირაკლი ნოზაძეს ორმა ქალმა მანქანით მოაკითხა, რომლებიც უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ და სახლიდან ჩამოსვლას სთხოვდნენ. მათივე ცნობით, მალევე დაჭრილი პიკასო მანქანიდან გადმოვიდა და დახმარება ითხოვა.

„დავინახე, რომ უყვიროდნენ, ჩამოდი, პიკასოო, უხამსი სიტყვებით და მერე დავინახე, რომ ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში.  რაღაც წამებში გადმოხტა და აქეთ გამოიქცა, სისხლად ვიცლები, მიშველეთო და მერე სასწრაფოში დავრეკე. მანქანით ორი გოგონა ელოდებოდა,“ – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ გოგონები Mini Cooper-ით იყვნენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე მოხდა. მომღერალს ჭრილობები გულმკერდის და ყელის არეში აქვს მიყენებული. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018