პროკურატურა ინგა გრიგოლიას: ,,ეს არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და კა­ნო­ნის არ­ცოდ­ნა”

პროკურატურა ინგა გრიგოლიას: ,,ეს არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და კა­ნო­ნის არ­ცოდ­ნა"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­ლე­წამ­ყვან ინგა გრი­გო­ლი­ას საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ჟურ­ნა­ლის­ტმა ფე­ის­ბუ­ქში და­წე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მის დაც­ვას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რად­გან მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია ემუქ­რე­ბა, დღეს მის ტე­ლე­ფონ­ზე კვლავ და­რე­კა.

როცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ად­ვო­კატ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა, თუ რა­ტომ არ ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი მა­მა­კაცს მსხვერ­პლთან და­რეკ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გრი­გო­ლი­ას თქმით, უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ გა­და­უგ­ზავ­ნი­ა დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ მო­ძა­ლა­დეს ზა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და შე­ზღუ­დუ­ლი.

,,ჟურ­ნა­ლისტ ი.გ.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, 2018 წლის 19 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქ. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.2018 წლის 21 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ იქნა რ.ნ., რო­მელ­საც 22 მა­ისს ი.გ.-ს მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მუ­ქა­რი­სა და ადევ­ნე­ბის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 1511-ე მუხ­ლით. იმა­ვე დღეს რ.ნ.-ს სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.
მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ი.გ. ცნო­ბი­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად და მისი, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლის ფსი­ქი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ორ­გა­ნოს – სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ნიშ­ნულ იქნა და ჩა­ტარ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა შე­სა­ბა­მის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან გა­მოვ­ლინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში მკურ­ნა­ლობ­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით 2018 წლის 23 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

2018 წლის 12 ივ­ნი­სის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად დად­გინ­და, რომ რ.ნ. და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ქრო­ნი­კუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბით და მას არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი და მარ­თლწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 34-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა არ შე­ე­რა­ცხე­ბა ბრა­ლად იმას, ვი­საც ამ ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის დროს ქრო­ნი­კუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბის გამო არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი ან მარ­თლწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ანდა ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ შე­უ­რა­ცხა­დო­ბა ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გამო წარ­მო­ად­გენს ბრა­ლის გა­მომ­რი­ცხველ გა­რე­მო­ე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 19 ივ­ნი­სის გან­ჩი­ნე­ბით შე­უ­რა­ცხა­დო­ბის გამო ბრალ­დე­ბულ რ.ნ.-ს მი­მართ შე­წყდა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­ე­ნიშ­ნა, რის შემ­დე­გაც იგი მო­თავ­სე­ბუ­ლი იქნა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში.

სა­ქარ­თვე­ლოს „პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის“ 79-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას უფ­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით აწარ­მო­ოს მი­მო­წე­რა და ჰქონ­დეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა, იმა­ვე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის თა­ნახ­მად შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს პრო­კუ­რო­რის ან გა­მომ­ძი­ებ­ლის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. კა­ნო­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც რ.ნ.-ს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და, პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მას მი­მო­წე­რი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და.

2018 წლის 19 ივ­ნი­სის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც რ.ნ.-ს მი­მართ შე­წყდა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­უ­რა­ცხა­დო­ბის გამო, მას აღარ აქვს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, იგი აღარ იმ­ყო­ფე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად მის მი­მართ ვე­ღარ გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს „პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის“ 79-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ი.გ.-ს ად­ვო­კა­ტის მიერ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლია გულ­გრი­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ მიერ არ მოხ­და რ.ნ.-სთვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ-სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, წარ­მო­ად­გენს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას და კა­ნო­ნის არ­ცოდ­ნას”, – წერია განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018