,,პიკო უკეთ არის, იოგურტიც კი მიირთვა, ხვალ, სავარაუდოდ, პალატაში გადაჰყავთ!” -ხათუნა ნოზაძე

,,პიკო უკეთ არის, იოგურტიც კი მიირთვა, ხვალ, სავარაუდოდ, პალატაში გადაჰყავთ!" -ხათუნა ნოზაძემომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის შესახებ მომღერლის ბიძაშვილი ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვაშა! პიკო უკეთ არის, იოგურტიც კი მიირთვა… ხვალ, სავარაუდოდ, პალატაში გადაჰყავთ! ვაშა!.. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ, ყველას, ჩემო მეგობრებო, ასეთი მხარდაჭერისთვის, ასეთი სითბოსთვის…

მადლობა ცუკერას, რომ შექმნა ეს დალოცვილი „ფაცებოოკ“-ი. თქვენი გამხნევება ყველასი,  ძალიან მჭირდებოდა!.. სულ გვერდში მიდგახართ რთულ მომენტებში და მაიმედებთ… მიყვარხართ თითოეული თქვენგანი. მიგულეთ თქვენ გვერდით! სიკეთე გადამდებია! ვაშა!”.