ნოდარ დუმბაძის ერთადერთი და ნამდვილი ხატია – ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"ლეილა ყიფიანის ცხოვრება ფილმმა “მე ვხედავ მზეს” მართლაც მზესავით გაანათა და მასში ბევრი რამ შეცვალა. ხატია – საოცართვალებიანი გოგონა ანგელოზის მზერით – ამ ერთმა როლმა მთელ საბჭოთა კავშირში გახადა პოპულარული.

ხატიაზე შეყვარებული ახალგაზრდები ნახატებს, ბარათებს უგზავნიდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ. ქალბატონი ლეილა დღემდე ინახავს ორიგინალურ ბარათს, სადაც ფილმის რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კალთის ქვეშ “ხატია” და “სოსოია” არიან შეფარებული.

“პირველი როლის შემდეგ ძალიან პოპულარული გავხდი, – იხსენებს ლეილა ყიფიანი ინტერვიუში, რომელიც 2005 წელს, “სარკის” N48-ში გამოქვეყნდა, ფილმმა ტრიუმფით ჩაიარა. ამას სხვა, 14-მდე როლი მოჰყვა. პირად ცხოვრებაშიც გამიმართლა. ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”.

მომავალ ქმარს, რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის – ცნობილი კომპოზიტორის, პეტრე გრუზინსკის, ვაჟს, გადასაღებ მოედანზე შეხვდა და დაუახლოვდა. ორი შვილი ეყოლათ – ანა და მაია.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"მიუხედავად ასეთი პოპულარუდი როლებისა, ლეილა არ გაჰყოლია, ის პროფესიით ბიოლოგი გახლავთ.

ბალეტიდან კინოში

მამა, გიორგი ყიფიანი, ცნობილი ქირურგი გახლდათ. დედა, ნინო ჯავახიშვილი – დიასახლისი. ოჯახში ხელოვნება განსაკუთრებით უყვარდათ. 9 წლის ცისფერთვალება, ლამაზი გოგონა ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს. პუანტები მოირგო და დიდ სცენაზე ცეკვის ოცნებაც თავისთავად გაჩნდა. ქორეოგრაფიულში 5 წელი სწავლობდა. ლეგენდარულ მოცეკვავეს, ვახტანგ ჭაბუკიანს, გაოცებული თვალებით შეჰყურებდა და მასავით დიდი მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობდა.

მისი ოცნებები მშობლებმა თანდათან გაანელეს.

მსახიობობას “ბალერინა ან ძალიან კარგი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა შეეჭიდოს ამ პროფესიას. ცეკვა ძალიან მიყვარდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ დიდი ბალერინა ვერ გავხდებოდი. მშობლებიც ატყობდნენ, რომ სათანადო მონაცემები არ მქონდა, ამიტომ ცდილობდნენ, ცეკვას რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ ჩამოვშორებოდი. ბალეტი ძალიან მიყვარდა, ამიტომ მასთან განშორება ჩემთვის ტრაგედია რომ არ ყოფილიყო, ფიგურულ სრიალზე მიმიყვანეს.

სწორედ იმ პერიოდში საქართველოში პირველად გაიხსნა მოციგურავეთა სკოლა და 14 წლის ასაკში ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან იქ გადამიყვანეს. ცეკვასთან განშორებას განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევეგუე”.

თითქოს ფორტუნაც ხელს უწყობდა, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადაელახა – ბალეტთან განშორების შემდეგ ცეკვას კინო ჩაენაცვლა.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"“ცისფერი თვალები ხომ მაქვს, როლზე რატომ არ უნდა დამამტკიცონ?!”

ერთ დღეს ქუჩაში მეზობელი შეხვდა. იგი კინოსტუდიაში ხმის ოპერატორად მუშაობდა. ლამაზი გოგონა გააჩერა და უთხრა, კინოსტუდიაში ხატიას როლზე გოგონებს არჩევენ, შენც მოდი, როლზე აუცილებლად დაგამტკიცებენო.

მეორე დღეს მართლაც მივიდა. გრიმიორმა კიკინები და გრიმი გაუკეთა. ფოტოები გადაუღეს და პასუხისთვის ორი კვირის შემდეგ დაიბარეს.

“კინოსტუდიაში თითქმის ნახევარი თბილისის გოგონები დამხვდნენ. ბედმა იმ დღესაც გამიღიმა. ისეთი გრიმიორი დამხვდა, რომ ხატიას გრიმი ზუსტად მომარგო. შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი. ერთი სული მქონდა, ორი კვირა როდის მიილეოდა და პასუხს როდის მეტყოდნენ. როგორც იქნა, დამიბარეს და ერთ-ერთ ეპიზოდში გელა ჭიჭინაძესთან ერთად გადამიღეს.

ვიდრე საბოლოო პასუხს მეტყოდნენ, წინ ისევ მოლოდინით სავსე დღეები იყო. პასუხს თითქოს ოჯახის წევრებისგან ვითხოვდი. მათ განუწყვეტლივ ვეკითხებოდი, დიდი ცისფერი თვალები ხომ მაქვს, როლზე რატომ არ უნდა დამამტკიცონ-მეთქი. სამხატვრო საბჭომ გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ მიიღო – ხატიას როლზე მიმიწვიეს. ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი ეპიზოდი იყო”.

ფილმის გადაღებები 1963 წელს დაიწყო. მანამდე კი ლანა ღოღობერიძემ ლეილა უსინათლოთა სკოლაში გააგზავნა, რომ მათი ქცევები შეესწავლა. მეათეკლასელი გოგონა უცებ დიდი მსახიობების გვერდით აღმოჩნდა.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"“სესილია თაყაიშვილი ეპიზოდურ როლში მონაწილეობდა. უნდა გენახათ, უდიდესი მსახიობები როგორ მუშაობდნენ. გადამღები ჯგუფი მუშაობას ძალიან მიადვილებდა. ყველაფერს მათგან ვსწავლობდი, რადგან აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი. დრამწრეშიც კი არასოდეს მივლია.

მე როცა მიღებდნენ და საჭირო იყო, რომ როლში შევსულიყავი, ჩუმდებოდნენ, თითქოს გაყინულები ერთ ადგილას ისხდნენ და მომჩერებოდნენ, გამოუცდელ გოგონას სათუთად მეპყრობოდნენ. როლი რომ შედგა, დიდი წვლილი მათ მიუძღვით. ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ”.

გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. ამიტომ სწავლაც იმ სკოლაში უწევდა, სადაც გადაღებები ჰქონდა. ასე რომ, ნიშნები სხვადასხვა კუთხიდან თბილისში ჩაჰქონდა, რომ კლასში არ ჩარჩენილიყო. თან დედაც ახლდა, რომელიც ყველაფერში ეხმარებოდა.

ფილმმა “მე ვხედავ მზეს” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისი ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძემ “ხატიას” ხელი მოჰკიდა, მეუღლესთან მიიყვანა და უთხრა, აი, ეს არის ჩემი ხატიაო.

იმ დროს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ფილმები მოსკოვის კინოსტუდიაში უნდა წარედგინათ. ლეილას სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი. ლანა ღოღობერიძემ განათლების მინისტრს სთხოვა, გოგონა გამოცდებიდან გაეთავისუფლებინა.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"მოსკოვის ჩვენებაზე რეჟისორმა ლია ელიავასთან და გელა ჭიჭინაძესთან ერთად ლეილაც წაიყვანა. პატარა მსახიობის სილამაზითა და თამაშით ყველა მოიხიბლა. ცნობილი რეჟისორები ურჩევდნენ, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაებარებინა.

“მომაშორე შენი წერილები!”

მსახიობობაზე თავადაც ოცნებობდა, მაგრამ მეორე ოცნებაც ჰქონდა – სურდა, ექიმი გამოსულიყო. პროფესიის არჩევაში მშობლებიც ჩაერივნენ. უთხრეს, თუ ფილმებში მიგიწვევენ, შეგიძლია, იქაც იმუშაო, მაგრამ მეორე პროფესია აუცილებელად უნდა გქონდესო. მშობლების რჩევა გაითვალისწინა და უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

“სამედიცინო ინსტიტუში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მაშინ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ამიტომ მონათესავე სპეციალობაზე, ბიოლოგიურზე ჩავაბარე. კმაყოფილი ვარ, რომ მშობლების წინააღმდეგ არ წავედი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, არც ერთი დღე გამიცდენია.

ფილმებში სტუდენტობის დროსაც მიღებდნენ. თაყვანისმცემლები ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში აგზავნიდნენ წერილებს. ჩემი დეკანი გამწარებული დამდევდა და მიყვიროდა, მომაშორე შენი წერილებიო”.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"გაბრაზებული რეზო ჩხეიძე

ხატიას როლს მოკლემეტრაჟიან სატელევიზიო ფილმ “ფანჯარაში” მიწვევა მოჰყვა, შემდეგ “ლონდრეში” გადაიღეს. ამ უკანასკნელის გადაღებები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს დაემთხვა. შემდეგ იყო “ღიმილის ბიჭები”, რომლის გადაღებებზე ერთ-ერთი ღიმილის ბიჭი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გაიცნო.

“რეზო ჩხეიძე ფილმზე ბევრს მუშაობდა. შეეძლო, მთელი დღე ერთ კადრზე ემუშავა. ბატონ რეზოს ძალიან ვაბრაზებდით. წარმოიდგინეთ, გადასაღებ მოედანზე ექვსი თანატოლი რომ ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"შეიკრიბება, რას გააკეთებს. თაზო თოლორაია და გოჩა ლომია სკოლას ამთავრებდნენ, დანარჩენები სტუდენტები ვიყავით. დროსტარება, სიცილი გვინდოდა. ამის გამო ბატონი რეზო ძალიან გვიბრაზდებოდა.

ერთხელ მე და კახა ქორიძეს ბოდიშის მოხდა მოგვიწია, რადგან გადაღების დროს კახა მაცინებდა, რეზო ჩხეიძე ამაზე ისე გაბრაზდა, რომ გადაღება ჩაშალა”.

შვილები

ნუგზარს გადასაღებ მოედანზე დაუმეგობრდა, მათი რომანი კი გადაღების დასასრულს დაიწყო. სამი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ქმრის ცნობილ ოჯახთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"მე და ნუგზარს საერთო მეგობრები გვყავდა. ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით. პეტრე გრუზინსკის ოჯახი საოცრად სტუმართმოყვარე იყო. ბატონი პეტრე არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანი იყო, ძალიან ვუყვარდი. ახალ ოჯახთან შეგუება არ გამჭირვებია. თავი უცხოდ არასოდეს მიგვრძნია, არც შეჩვევის მომენტი მქონია”.

შვილი ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ ეყოლა. ანა რომ გაუჩნდა, 29 წლის იყო. შვილის დაბადებით ლეილას ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო.

“ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი არ მითამაშია. შეიძლება განსხვავებული როლი სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისევე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს.

ჩემს ცხოვრებაში ანა გაჩნდა და ამან ყველაფერი შეცვალა. მერე მაიაც დაიბადა. საყვარელი პროფესიაც მქონდა, ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრება შევსებული აღმოჩნდა.

ზოგჯერ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, კინემატოგრაფიაში მუშაობა გამეგრძელებინა, მაგრამ ამაზე საუბარი აღარ ღირს. მართალია, პატარა ასაკში გავხდი პოპულარული, მაგრამ ამას არ შევუცვლივარ. ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე. გამიმართლა, ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა”.

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი  და ნამდვილი ხატია - ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო"რეჟისორმა ქმარმა პოპულარული ცოლი მხოლოდ ერთხელ მიიწვია თავის სპექტაკლში “იკარუსის ფრთები”.

,,ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გადაწყვიტა, მასთან ერთად მემუშავა. ნუგზარი მუშაობისას რთულია. მსახიობების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნია. მე კი გაცილებით მეტს მთხოვდა, ვიდრე სხვებს. როცა როლი გამოვიდა, კმაყოფილი დარჩა.

ჩვენი საქმე ორივეს ძალიან გვიყვარს. ერთმანეთისთვის ხელი არასოდეს შეგვიშლია. ნუგზარი თავის საქმეს დიდ დროს ანდომებს, ძალიან დაკავებულია. ამის გამო პრეტენზია არასოდეს გამომითქვამს. ვთვლი, რომ ყველამ საყვარელი საქმე უნდა აკეთოს და ამაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს”.

ირინე მჭედლიძე, 2005 წელი, N48 (კადრები ფილმებიდან ,,მე ვხედავ მზეს” და ,,ღიმილის ბიჭები” და მეუღლესთან ერთად)

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018