ნინი ქარსელაძე პიკასოზე: ,,ჩემი ბიჭი მაგარია, გადარჩა და მისი ორგანიზმი იბრძოლებს იმისათვის, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდეს“

ნინი ქარსელაძე პიკასოზე: ,,ჩემი ბიჭი მაგარია, გადარჩა და მისი ორგანიზმი იბრძოლებს იმისათვის, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდეს“გულში დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს მეგობარი, მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,საზოგადოება ყოველდღიურად ხან მთავრობას, ხან კონკრეტულ ადამიანებს აბრალებს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, არადა ეს ყველაფერი მენტალური, ინტელექტის ნაკლებობის გამო ხდება. ყველაზე საშიშია ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, ამის შემდეგ იწყება ყველანაირი პრობლემა. გოგონების მსგავსი საქციელი ყველაზე მძაფრსიუჟეტიან ფილმშიც კი არ მინახავს. ჩემი ბიჭი მაგარია, გადარჩა და მისი ორგანიზმი იბრძოლებს იმისათვის, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდეს“.