მსოფლიოში ყველაზე მსუქანმა ბავშვმა 65 კილოგრამი დაიკლო

მსოფლიოში ყველაზე მსუქანმა ბავშვმა 65 კილოგრამი დაიკლოინდოელმა მოზარდმა მიჰირ ჯეინმა წონაში 65 კილოგრამი დაიკლო და ქუჩაში გავლა პირველად შეძლო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

14 წლის ბიჭო ბიჭი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსუქან ბავშვად მიიჩნევა, 237 კილოგრამს იწონიდა. მიმდინარე წლის აპრილში მას კუჭის შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა ის 172 კილოგრამს იწონის.

ინდოელს წონასთან დაკაშირებული პრობლემები 8 წლის ასაკში დაეწყო. იმ დროისთვის ის უკვე 80 კილოგრამს იწონიდა.

ჯეინამდე ყველაზე მსუქან ბავშვად ინდონეზიელი არია პერმანი მიიჩნეოდა. მისი მაქსიმალური წონა 230 კილოგრამი იყო.

იმედინიუსი