მდინარაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის მოწმეზე: ,,არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად”

მდინარაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის მოწმეზე: ,,არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად”,,არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად” – ეს განცხადება ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმის, ნელი ზამბახიძის ჩვენების შეფასებისას გააკეთა.

ნელი ზამბახიძე ის თვითმხილველია, რომელიც გამოძიებას არ დაუკითხავს და რომელიც ამბობს, რომ მან ფარდულში განვითარებული მოვლენები დაინახა.
ზამბახიძე ხორავას ქუჩის ოთხ ნომერში იმ ეზოში ცხოვრობს, სადაც დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.
ზამბახიძე ამტკიცებს, რომ დაინახა, როგორ ურტყამდა მომაკვდავ სარალიძეს ერთ-ერთი ახალგაზრდა. დღემდე მოწმე დაკითხული არ იყო.
-არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა, მე მეტს ამასთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი, – განაცხადა მდინარაძემ.

პირველი რადიო