მამუკა ბახტაძე გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ – ,,ეკონომიკის რეალურ განვითარებაზე არავინ არ ფიქრობდა”

მამუკა ბახტაძე გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ - ,,ეკონომიკის რეალურ განვითარებაზე არავინ არ ფიქრობდა"პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, სადაც მან ქვეყანაში არსებულის სიღარიბის მიზეზად არათანაბარი ეკონომიკური გარემო დაასახელა, ექსპრტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
-გააკრიტიკა არა მხოლოდ პრემიერმინისტრი, არამედ წინა პრემიერმინისტრიც და წინა ხელისუფლებაც. დაახლოებით წარმომიდგენია, რას გულისხმობდა ის, იმიტომ, რომ ეკონომიკური თამაშის წესები არ იყო ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ეს იყო ორიენტირებული ძირითადად იმპორტის ხელშეწყობაზე, რეალურ განვითარებაზე არავინ არ ფიქრობდა.

ბუნებრივია, ეს იწვევდა მასობრივ უმუშევრობას. ამასთანავე მცირე და საშუალო ბიზნესი ეს სოციალურ სტაბილურობასაც ნიშნავს, იმიტომ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველს ქმნის ეს სეგმენტი და ჩვენთან უფრო მსხვილ მონოპოლიებზე, მოთამაშეებზე იყო ორიენტირებული ხელისუფლება. ლობისტად გვევლინებოდა. ვის ეთათბირებოდა ხელისუფლება? წინა ხელისუფლებაც მათ შორის. მსხვილ ბიზნესმენებს, მათ ასოციაციებს, არ უკითხავს მცირე და საშუალო ბიზნესის გაჭირვება, რაც ფუნდამენტურია ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ეკონომიკის.
ეს უნდა დამთავრდეს, მე ამას ვიზიარებ, სტიმული უნდა მიეცეს ხელშემწყობი როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესი ქართულ ეკონომიკაში,-განაცხადა ხუხაშვილმა.

პირველი რადიო